განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა

გადაწყვეტილება შეიცვალა - რა ბედი ეწევა საზოგადოებრივ ტრანსპორტს?

5-09-2021, 00:48
ავტორი: DaiLyInfo

დიდ ქალაქებში საქალაქო ტრანსპორტის მუშაობა 14 სექტემბრამდეა შეჩერებული. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მისი ამუშავების ერთ-ერთი მთავარი პირობა დაასახელა - ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 2000-ს არ უნდა აჭარბებდეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კი აცხადებს, რომ 14 სექტემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავების შემთხვევაში, სხვა, ალტერნატიული შეზღუდვების შემოღება იქნება საჭირო.
„რეზონანსთან“ საუბრისას სპეციალისტები ამ ალტერნატიული შეზღუდვების სხვადასხვა ვერსიებს განიხილავენ.
ამირან გამყრელიძის შეფასებით, ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაინც ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბუსტერია, განსაკუთრებით მეტრო. ამიტომ ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ აღდგა, მაშინ სხვა ალტერნატივა უნდა განვიხილოთ შეზღუდვის დაწესების.
„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ იმ კვირის განმავლობაში ყოველდღიური ახალი შემთხვევების რა ტემპით იქნება შემცირება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ეპიდემიოლოგ ირაკლი ხმალაძის აზრით, საქალაქო ტრანსპორტის ამუშავების შემთხვევაში, შესაძლოა კომენდანტის საათი დაწესდეს და მოქმედი შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდეს.
„შეიძლება კომენდატის საათიც დაბრუნდეს შეზღუდვებში, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე უფრო სავარაუდოა სამ ადამინზე მეტის თავშეყრის აკრძალვა და  ჯარიმების გამკაცრება. 
„ვფიქრობ, რესტორნებსაც შეეხებათ შეზღუდვები, მაგრამ ძალიან უმნიშვნელოდ, რადგან რესტორნებმა დიდი ეკონომიკური დარტყმა მიიღეს და ჯერ კიდევ ვერ შეძლეს ზარალის ანაზღაურება“, - განაცხადა ,,რეზონანსთან“ ირაკლი ხმალაძემ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტის, აკაკი ზოიძის აზრით, საქალაქო ტრანსპორტის ამუშავების შემთხვევაში, მდგომარეობის გართულების თავიდან ასაცილებლად ახალი შეზღუდვების შემოღება საჭირო არ იქნება. მისი თქმით, შეზღუდვები თავად საქალაქო ტრანსპორტში უნდა გამკაცრდეს.
„სასურველია მუნიციპალურ ტრანსპორტში განისაზღვროს ადამიანებთა კონტკრეტული რაოდენობა, სადაც შესაძლებელი იქნება სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის გარეშე არცერთი მგზავრი არ დაიშვას ტრანსპორტში. ამისთვის დამატებითი მაკონტროლებელი უნდა დაინიშნოს და ეს ფუნქცია კონდუქტორს არ დაეკისროს.
„სასურველია დამატებითი ტრანსპორტის დანიშვნა, რადგან ნაკლებ ადამიანთან მგზავრობა ნაკლები კონტაქტია, ნაკლები კონტაქტი კი ნაკლებ ინფიცირებულს მოგვცემს და შევძლებთ ინფიცირების რისკის  შემცირებას საზოგადოებრივ ტრანსპორტში“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

გაზიარება
მოინახულეს 10 460-ჯერ
კომენტარები
გადაწყვეტილება შეიცვალა - რა ბედი ეწევა საზოგადოებრივ ტრანსპორტს? » სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
Template not found: /templates/reitingi-2/modules/menu.tpl
Template not found: /templates/reitingi-2/modules/main-content.tpl
» მნიშვნელოვანი » გადაწყვეტილება შეიცვალა - რა ბედი ეწევა საზოგადოებრივ ტრანსპორტს?

გადაწყვეტილება შეიცვალა - რა ბედი ეწევა საზოგადოებრივ ტრანსპორტს?

გადაწყვეტილება შეიცვალა - რა ბედი ეწევა საზოგადოებრივ ტრანსპორტს?
5-09-2021, 00:48
ავტორი: DaiLyInfo

დიდ ქალაქებში საქალაქო ტრანსპორტის მუშაობა 14 სექტემბრამდეა შეჩერებული. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მისი ამუშავების ერთ-ერთი მთავარი პირობა დაასახელა - ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობა 2000-ს არ უნდა აჭარბებდეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე კი აცხადებს, რომ 14 სექტემბრიდან მუნიციპალური ტრანსპორტის ამუშავების შემთხვევაში, სხვა, ალტერნატიული შეზღუდვების შემოღება იქნება საჭირო.
„რეზონანსთან“ საუბრისას სპეციალისტები ამ ალტერნატიული შეზღუდვების სხვადასხვა ვერსიებს განიხილავენ.
ამირან გამყრელიძის შეფასებით, ზოგადად საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვირუსის გავრცელების ერთ-ერთი მთავარი წყაროა.
„საზოგადოებრივი ტრანსპორტი მაინც ინფექციის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ბუსტერია, განსაკუთრებით მეტრო. ამიტომ ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი თუ აღდგა, მაშინ სხვა ალტერნატივა უნდა განვიხილოთ შეზღუდვის დაწესების.
„ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ იმ კვირის განმავლობაში ყოველდღიური ახალი შემთხვევების რა ტემპით იქნება შემცირება“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ეპიდემიოლოგ ირაკლი ხმალაძის აზრით, საქალაქო ტრანსპორტის ამუშავების შემთხვევაში, შესაძლოა კომენდანტის საათი დაწესდეს და მოქმედი შეზღუდვები კიდევ უფრო გამკაცრდეს.
„შეიძლება კომენდატის საათიც დაბრუნდეს შეზღუდვებში, მაგრამ, ჩემი აზრით, ყველაზე უფრო სავარაუდოა სამ ადამინზე მეტის თავშეყრის აკრძალვა და  ჯარიმების გამკაცრება. 
„ვფიქრობ, რესტორნებსაც შეეხებათ შეზღუდვები, მაგრამ ძალიან უმნიშვნელოდ, რადგან რესტორნებმა დიდი ეკონომიკური დარტყმა მიიღეს და ჯერ კიდევ ვერ შეძლეს ზარალის ანაზღაურება“, - განაცხადა ,,რეზონანსთან“ ირაკლი ხმალაძემ.
საზოგადოებრივი ჯანდაცვის სპეციალისტის, აკაკი ზოიძის აზრით, საქალაქო ტრანსპორტის ამუშავების შემთხვევაში, მდგომარეობის გართულების თავიდან ასაცილებლად ახალი შეზღუდვების შემოღება საჭირო არ იქნება. მისი თქმით, შეზღუდვები თავად საქალაქო ტრანსპორტში უნდა გამკაცრდეს.
„სასურველია მუნიციპალურ ტრანსპორტში განისაზღვროს ადამიანებთა კონტკრეტული რაოდენობა, სადაც შესაძლებელი იქნება სოციალური დისტანციის დაცვა და პირბადის გარეშე არცერთი მგზავრი არ დაიშვას ტრანსპორტში. ამისთვის დამატებითი მაკონტროლებელი უნდა დაინიშნოს და ეს ფუნქცია კონდუქტორს არ დაეკისროს.
„სასურველია დამატებითი ტრანსპორტის დანიშვნა, რადგან ნაკლებ ადამიანთან მგზავრობა ნაკლები კონტაქტია, ნაკლები კონტაქტი კი ნაკლებ ინფიცირებულს მოგვცემს და შევძლებთ ინფიცირების რისკის  შემცირებას საზოგადოებრივ ტრანსპორტში“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

გაზიარება
მოინახულეს 10 460-ჯერ
კომენტარები
Template not found: /templates/reitingi-2/modules/sidebar.tpl