განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა

სრული აკრძალვა! - გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები გაახმაურა

27-09-2021, 23:48
ავტორი: DaiLyInfo

პირველი მიმართულება, რაც დღეს განვიხილეთ საკოორდინაციო საბჭოზე, არის აცრების კიდევ მეტად ინტენსივობა, მეორე - პირბადის მაქსიმალურად ტარება მანდატორულად დახურულ სივრცეებში, ღია სივრცეებში კი იქ, სადაც ადამიანები იკრიბებიან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, განსაკუთრებით აუცილებელია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პირბადეები გამოყენებული იყოს ღია სივრცეებში.
„მთავარი - დიდი თავშეყრების სრული აკრძალვა. ესენია: ქელეხი, ქორწილი, კონცერტები, წვეულება. აუცილებელი იქნება საზღვრებზე დამატებითი კონტროლი, რათა ნაკლებად შემოვიდეს საეჭვო, ინფცირებული ადამიანები ქვეყანაში და რაც მთავარია, მობილიზებული იყოს ადგილები, განსაკუთრებით სასტუმროებში, რათა ადამიანები, როგორც ინფიცირებული, ასევე მათთან კონტაქტში მყოფები, რომლებსაც არა აქვთ იზოლირების საშუალება, გადაიყვანონ და სახელმწიფომ იზრუნოს მათ იზოლირებაზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, რომ თავშეყრის ადგილებზე იქნება ეს კონფერენცია, სემინარი, თუ კონცერტი, დაიშვან ორჯერადად აცრილი, ან წინასწარ გატესტილი ადამიანები.
„რაც შეეხება ქორწილებსა და ქელეხებს, დიდი რაოდენობით ადამიანების თავშეყრა ისედაც აკრძალულია, თუმცა არ ხდება მისი დაცვა და ამიტომ, აღსრულებაზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება.
ჩვენი რეკომენდაციაა ასევე, რაზეც საკოორდინაციო შტაბი მუშაობს, რომ ყოველგვარ თავშეყრაზე, იქნება ეს კონფერენცია, სემინარი, კონცერტი თუ ა.შ. დაიშვან ორჯერადად აცრილი, ან წინასწარ გატესტილი ადამიანები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
მოინახულეს 5 686-ჯერ
კომენტარები
სრული აკრძალვა! - გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები გაახმაურა » სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
Template not found: /templates/reitingi-2/modules/menu.tpl
Template not found: /templates/reitingi-2/modules/main-content.tpl
» მნიშვნელოვანი » სრული აკრძალვა! - გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები გაახმაურა

სრული აკრძალვა! - გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები გაახმაურა

სრული აკრძალვა! - გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებები გაახმაურა
27-09-2021, 23:48
ავტორი: DaiLyInfo

პირველი მიმართულება, რაც დღეს განვიხილეთ საკოორდინაციო საბჭოზე, არის აცრების კიდევ მეტად ინტენსივობა, მეორე - პირბადის მაქსიმალურად ტარება მანდატორულად დახურულ სივრცეებში, ღია სივრცეებში კი იქ, სადაც ადამიანები იკრიბებიან, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, განსაკუთრებით აუცილებელია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში პირბადეები გამოყენებული იყოს ღია სივრცეებში.
„მთავარი - დიდი თავშეყრების სრული აკრძალვა. ესენია: ქელეხი, ქორწილი, კონცერტები, წვეულება. აუცილებელი იქნება საზღვრებზე დამატებითი კონტროლი, რათა ნაკლებად შემოვიდეს საეჭვო, ინფცირებული ადამიანები ქვეყანაში და რაც მთავარია, მობილიზებული იყოს ადგილები, განსაკუთრებით სასტუმროებში, რათა ადამიანები, როგორც ინფიცირებული, ასევე მათთან კონტაქტში მყოფები, რომლებსაც არა აქვთ იზოლირების საშუალება, გადაიყვანონ და სახელმწიფომ იზრუნოს მათ იზოლირებაზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მისი თქმით, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციაა, რომ თავშეყრის ადგილებზე იქნება ეს კონფერენცია, სემინარი, თუ კონცერტი, დაიშვან ორჯერადად აცრილი, ან წინასწარ გატესტილი ადამიანები.
„რაც შეეხება ქორწილებსა და ქელეხებს, დიდი რაოდენობით ადამიანების თავშეყრა ისედაც აკრძალულია, თუმცა არ ხდება მისი დაცვა და ამიტომ, აღსრულებაზე კონტროლი კიდევ უფრო გამკაცრდება.
ჩვენი რეკომენდაციაა ასევე, რაზეც საკოორდინაციო შტაბი მუშაობს, რომ ყოველგვარ თავშეყრაზე, იქნება ეს კონფერენცია, სემინარი, კონცერტი თუ ა.შ. დაიშვან ორჯერადად აცრილი, ან წინასწარ გატესტილი ადამიანები“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაზიარება
მოინახულეს 5 686-ჯერ
კომენტარები
Template not found: /templates/reitingi-2/modules/sidebar.tpl