განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა

აუცრელები შეიძლება არც მეტროში შეუშვან და არც კონცერტებზე - შეღავათებისა და შეზღუდვების რა გეგმა აქვს ხელისუფლებას

21-10-2021, 00:12
ავტორი: ანზორ კურდღელაშვილი

ვაქცინაციის კრიტიკულად დაბალი ტემპის გასაზრდელად ხელისუფლება ახალი წამახალისებელი კამპანიების დაწყებას გეგმავს. ერთის მხრივ, დაგეგმილი აცრილი მოქალაქეებისათვის ახალი შეღავათების დაწესება, მეორეს მხრივ კი, შესაძლოა აუცრელებისათვის გარკვეული შეზღუდვები შემოიღონ. ამ მხრივ სპეციალისტებისა და საკოორდინაციო საბჭოს წევრების ნაწილს რადიკალური რეკომენდაციებიც აქვთ - აუცრელების არდაშვება გასართობ ღონისძიებებზე, დახურულ შენობებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში.
20 ოქტომბრის მონაცემებით, 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრა 5 543-მა ადამიანმა გაიკეთა. 19 ოქტომბერს ეს რიცხვი 6 203-ს შეადგენდა. სულ კი ქვეყანაში, ოთხშაბათის მონაცემებით, 1 926 893 აცრა ჩატარდა,
დაავადებათა კონტროლის ცენტრი აღიარებს, რომ ვაქცინაციას წამახასილებელმა ლატარიამ ის ეფექტი არ გამოიღო, როგორსაც ელოდნენ. გარდა ამისა, რეგიონებში დაწყებული ვაქციანციის მარათონის შედეგებიც ჯერჯერობით არც ისეთი იმედისმომცემია.
მარათონი 18 ოქტომბერს დაიწყო და დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, პირველ დღეს 4 სოფელში დაახლოებით 101 ადამიანი აიცრა. შემდეგ დაემატა იგივე 4 სოფელში 50-მდე ადამიანი. პროცესი გაგრძელდა ქვემო ქართლის რამდენიმე სოფელში და გაყრელიძე იმედს გამოთქვამს, რომ მარათონის ფარგლებშიც აცრები მოიმატებს.
მისი ინფორმაციით, რეგიონებზე აქცენტი იმიტომ კეთდება, რომ დიდ ქალაქებში შედარებით უკეთესი მდგომარეობაა. მაგალითად, გამყრელიძის ინფორმაციით, ბათუმში უკვე ორჯერადად აცრილია მოზრდილი მოსახლეობის 60%, ხოლო თბილისში - 54%, სხვა სხვა რეგიონებში კი აცრების სტატისტიკა ჯერ კიდევ დაბალია.
აცრის წახალისება და შეღავათები აცრილებისათვის
საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გაირკვა, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრს აცრის წამახალისებელი ახალი ღონისძიებების გეგმას ამუშავებს, რომელსაც მომავალ სამშაბათს წარუდგენს საბჭოს.
„არსებობს გეგმა, თუ რას ვაპირებთ. იგივე მომავალი სამშაბათისთვის დავალებები არის, რომ გარდა მარათონისა, რაც დავიწყეთ, ვაქცინაციის ტემპის გაზრდასთან დაკავშირებით წამახალისებელი ღინისძიებების სხვა პაკეტი იქნას წარდგენილი, რათა საკოორდინაციო საბჭომ მიიღოს გადაწყვეტილებები", - განაცხადა გამყრელიძემ.
მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ექსპერტი ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ წამახალისებელი იდეა, რომელიც აუცრელი მასის ყინულს დაძრავს, ფაქტიურად არაა და არც ლატარია და მსგავსი გათამაშებები იმუშავებს, თუ უშუალოდ აცრიდან გამოსულ ადამიანს რაიმეს არ გადასცემ.
„თუ უშუალოდ აცრიდან გამოსულ ადამიანს ან ფულს ან რაღაცას არ მისცემ, მანამდე არცერთი კრეატიული იდეა არ იმუშავებს. ზოგს აცრა სიკვდილის წინარე პერიოდი ჰგონია და ძალიან ძნელია ამაზე დასათანხმებლად რაღაცა მოიგონო.
„სანამ ვაქცინაცია სავალდებუილო არ იქნება, მანამდე ეს ხალხი არ აიცრება. მე ამის მომხრე ვარ მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საქმე ეხება მასწავლებლებლებს, ექიმებს, რესტორნის თანამშრომლებს, გამყიდველებს და ყველა იმ ადამიანს, ვინს მოსახლეობასთან უშუალო კონტაქტშია.
„ახალ წამახალისებელ პაკეტში შესალოა იგივე გათამაშებები იყოს, ან რაღაც ფასდაკლებები, მაგრამ თუ პაკეტში ისევ გათამაშება იქნება, ეს არ იმუშავებს", - თქვა ხმალაძემ.
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის პირველი მოადგილე ლადო კახაძე „რეზონანსთან" საუბრისას „უსაფრთხო მასპინძელი-უსაფრთხო სტუმარის" ინიციატივაზე საუბრობს.
„როცა ადამიანი ამბობს - აცრის მეშინია, რადგანშეიძლება გარდავიცვალოო... საქართველოში მილიონ 930 ათასი უკვე აცრილია, გარდაცვალება კი მხოლოდ ერთია და ისიც კაცმა არ იცის, აცრასთან იყო დაკავშირებული თუ არა. აუცრელი ადამიანებიდან გარდაცვალება ათი ათასია. სულ არ ჭირდება გამყრელიძე და წახალისება, აქ ლოგიკაა.
„ვირუსის მიმღებიც და გამავრცელებელიც ადამიანია, თუ ეს ადამიანმა იცის, მაშინ ხომ ისიც უნდა იფიქრონ, რომ როგორმე ეს ჭირი შენში არ მოხვდეს, ან თუ მოხვდა, ადვილად დაძლიო და გაანადგურო, პირველი ვაქცინაციაა. ამიტომ პირველი რაც უნდა გააკეთო ესაა ნიღბის ტარება, დისტანციაა, შეკრებისგან თავის არიდება.
„მეკითხებიან, რომ აუცრელი ადამიანი რომ დაწესებულებაში არ შეუიშვა დისკრიმინაცია ხომ არ არისო? არ არის, იმიტომ, რომ დაწესებულებაში ტერორისტს შეუშვებთ, რომ ააფეთქოს? ესეც უხილავი ტერორი გამოდის, შენ რომც კეთილი ზრახვა გქონდეს და შეხვიდე, შესაძლოა „კოვიდ ტერორისტი" აღმოჩნდე.
„ადამიანი პოტენციურად ან მასპინძელია ან სტუმარი, ჩემი თეზისია „უსაფრთხო მასპინძელი - უსაფრთხო სტუმარი". თუ მასპინძელი საფრთხის მატარებელია, ნდობას კარგავს და არც რესტორანში შეხვალ, არც ბიბლიოთეკაში, არც კინო დარბაზში თუ იქ უაფრთხო გარემო არ დაგხვდა, ასევე ნებისმიერი პატრონის ხლმძღვანელის ადამიანის ინტერესშია დასნებოვნებული ადამიანი არ შევიდეს. ამიტომ მომხრე ვარ „უსაფრთხო მასპინძელი-უსაფრთხო სტუმარის".
„დაწესებულებაში, სადაც შედიხარ უნდა იყოს გამოკრული, რომ ესაა უსაფრთხო, რომელიც ნიშნავს, რომ 80%-ზე მეტი აცრილია. თუ გარეთ გამოვა ხალხი და იტყვის, რომ დისკრიმინაციაა, იქნება პასუხი, რომ ეს არა დისკრიმინაცია, არამედ „ანტიოტერორისტული ღონისძიება", - განუცხადა კახაძემ „რეზონანსს".
შეზღუდვები აუცრელებისთვის
სპეციალისტების ნაწილი მომხრეა, რომ აუცრელ ადამიანებს გართობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეეზღუდოთ, ასევე თუ ადამიანი ვაქცინირებული არ იქნება, საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ შეუშვან.
„მომხრე ვარ, რომ გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის იმუნიზაცია იყოს სავალდებულო. ამაში არაფერია გასაკვირი, რადგან ასე იქცევა აშშ-ისა და ევროპის უამრავი ქვეყანა, სადაც სეგმენტურად, გარკვეული კატეგორიის ადამიანებისთვის, ძირითადად პროფესიული ნიშნით, სავალდებულოა აცრები.
„გარდა ამისა, მომხრე ვარ, რომ იყოს გარკვეულ ადგილებში, არა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან სერვისებზე ხელმისაწვდომობა შეზღუდული იმ ადამიანებისთვის, ვინც არ იცრება. ადამიანებს, რომლებიც წარმოადგენენ საფრთხეს საკუთარი თავისთვის და საზოგადოებისთვის, უნდა ჰქონდეთ გარკვეული შეზღუდვა გარკვეულ ღონისძიებებზე, ძირითადად გასართობ ღონისძიებებზე", - განაცხადა დაავადებათა კონტრილის ცენტრის ხელმზრვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ.
ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა კი კოვიდპასპორტების შემოღების აუცილებლობაზე ისაუბრა. მისი თქმით, სწორედ კოვიდპასპორტით უნდა მოხდეს ადამიანების დაშვება დახურულ შენობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ა.შ.
„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აცრილი მოქალაქეებისთვის და არა მარტო, აუცრელების დაცვისთვის ქვეყანამ რაც შეიძლება სწრაფად და სრულფასოვნად შემოიღოს კოვიდპასპორტები. კოვიდპასპორტით უნდა მოხდეს ადამიანების დაშვება დახურულ შენობებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ა.შ. კოვიდპასპორტი უნდა მოიცავდეს ინფორმაციას ვაქცინაციის სტატუსზე, გადატანილ ინფექციაზე და ბოლო სამი დღის განმავლობაში ჩატარებულ ტესტზე. მხოლოდ ამით მივაღწევთ საზოგადოების უსაფრთხოებას, მეტი გამოსავალი უბრალოდ არაა.
„სხვა ალტერნატივა აღარ დაგვრჩა და რაც უფრო მეტ დროს დავკარგავთ, დავაგვიანებთ. სამწუხაროდ, ბევრი ადამიანის სიცოცხლე შეეწირება ამ პანდემიას", - განაცხადა კულუმბეგოვმა.
ირაკლი ხმალაძე ასეთი რადიკალური მიდგომის წინააღმდეგია.
„ეს იმ შემთხვევაში შეიძლება განხორციელდეს თუ აცრა სავალდებულო იქნება, როცა ვაქცინაცია სავალდებულო არაა, მაშინ ასეთი აკრძალვის შემოღება - რომ აქ არ შემოგიშვებ და იქ შეგიშვებ, ეს მხოლოდ კერძო სტრუქტურას შეუძლია. მაგალითად, კერძო რესტორანს შეუძლია მითხრას, რომ მინდა და არ გიშვებო, მაგრამ შესაბამისი ორგანიზაციები ადამიანის უფლებების დარღვევად ჩათვლის და ერთი ამბავი ატყდება.
„ამიტომ ჯერ უნდა მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ყველა უნდა აიცრას და თუ არ იცრის, ეს უკვე კრიმინალად ჩავთვალოთ და მერე არ შეუშვა ავტობუსში და ღონისძიებებზე. მაგრამ ის, რომ ვიღაცა ახლა სადმე არ შეუშვა, ძალიან დიდ ვნებათაღელვას გამოიწვევს", - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.
უმრავლესობის დეპუტატი ლადო კახაძე კი აცხადებს, რომ ღონისძიებების ორგანიზატორი თუ ტრანსპორტზე პასუხისმგებელი პირი ვალდებული უნდა იყოს, რომ „კოვიდ-ტერორისტი" არ შეუშვან.
„კონცერტის მომწყობი ორგანიზატორი, ასევე ტრანსპორტზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია „კოვიდ-ტერორისტი" დაწესებულებაში და ტრანსპორტში არ შეუშვას. ესაა „ანტიტერორისტული ქმედება". წახალისება, მოფერება, სიტყვა, ლექცია-გაკვეთილები არ გამოვიდა. ჟურნალისტების, ექიმების მოწოდება წყალში ჩაიყარა. მაშინ მეორე მოქმედება უნდა იყოს, რომელიც არავითარ შემთხვევაში ადამიანის უფლებების დარღვევაში არ ჩაითვლება, მე არ მივცემ „კოვიდ-ტერორისტს" უფლებას, რომ დაასნებოვნოს ხალხი."- განაცხადა კახაძემ.

გაზიარება
მოინახულეს 780-ჯერ
კომენტარები
a1648239081" title="„რუსმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი ბათუმში ბინის მეპატრონეს და დააჭერინა კაცი... ისე, ახია მასეთებისთვის" - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მაია ბაჩანაშვილი?" alt="„რუსმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი ბათუმში ბინის მეპატრონეს და დააჭერინა კაცი... ისე, ახია მასეთებისთვის" - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მაია ბაჩანაშვილი?" />
26-03-2022 00:30
„რუსმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი ბათუმში ბინის მეპატრონეს და დააჭერინა კაცი... ისე, ახია მასეთებისთვის" - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მაია ბაჩანაშვილი?
ვრცლად
აუცრელები შეიძლება არც მეტროში შეუშვან და არც კონცერტებზე - შეღავათებისა და შეზღუდვების რა გეგმა აქვს ხელისუფლებას » სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
Template not found: /templates/reitingi-2/modules/menu.tpl
Template not found: /templates/reitingi-2/modules/main-content.tpl
» მნიშვნელოვანი » აუცრელები შეიძლება არც მეტროში შეუშვან და არც კონცერტებზე - შეღავათებისა და შეზღუდვების რა გეგმა აქვს ხელისუფლებას

Template not found: /templates/reitingi-2/modules/sidebar.tpl