განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა

ფორმალურად ნებაყოფლობითი და ირიბად სავალდებულო - რას გულისხმობს ე.წ. მწვანე პასპორტები და ირიბი მანდატორიზმი

27-10-2021, 00:00
ავტორი: DaiLyInfo

ორი დღის წინ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ აცრა სავალდებულო არ იქნება, სამშაბათს კი ცნობილი ხდება, რომ შესაძლოა ქვეყანაში ირიბი მანდატორიზმის მექანიზმები ამუშავდეს. დაავადებათა კონტროლის ცენტრმა საკოორდინაციო საბჭოს სამდივნოში ახალი რეგულაციების პაკეტი წარადგინა, რომელიც ე.წ. მწვანე პასპორტებსა და სხვა მექანიზმებს შეეხება. ჯანდაცვის ექსპერტების ინფორმაციით ეს გახლავთ ერთგვარი ბერკეტი აცრების მაჩვენებლის გასაზრდელად, რითაც აუცრელ ადამიანებს სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობისას გარკვეული ბარიერები ექმნებათ.
ირიბი მანდატორიზმი პრაქტიკულად ნიშნავს აცრის გაკეთების არაპირდაპირი გზით იძულებას, როდესაც ფორმალურად აცრა ნებაყოფლობითი იქნება. სწორედ ეს უდევს საფუძვლად ე.წ. მწვანე პასპორტების მექანიზმს. იგი, ერთის მხრივ, აცრილი მოქალაქეების წახალისებასა და მათთვის გარკვეული შეღავათების დაწესებას გულისხმობს, ხოლო, მეორეს მხრივ, აუცრელი მოქალაქეებისათვის გარკვეული შეზღუდვების შემოღებას.
რას ითხოვს დაავადებათა კონტროლის ცენტრი
ე.წ. მწვანე პასპორტებსა და ირიბ მანდატორიზმზე განცხადება დაავადებათა კონტროილის ცენტრის ხელმძრვანელმა ამირან გამყრელიძემ სამშაბათს საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გააკეთა.
„დაავადებათა კონტროლის ცენტრმა დღეს საკოორდიანციო საბჭოს სამდივნოში დამუშავებული პაკეტი წარადგინა, რომელსაც სამდივნო ჯანდაცვის სამინისტროსთან ერთად განიხილავს. ეს არის სრული პაკეტი ე.წ. მწვანე პასპორტებთან მიმართებაში. ვნახოთ, გადაწყვეტილებები უნდა იყოს.
„ჩემს გამოსვლებში აღვნიშნე - დიახ, სავალდებულოება საკმაოდ რთული გადაწყვეტილებაა, ეს არ არის მარტივი, ამას არასდროს ვმალავდი, რომ მე, ამირან გამყრელიძე, როგორც ერთი ექიმი, ამას ვემხრობი.
„ხშირად მითქვამს, რომ საკოორდინაციო საბჭო იმიტომ არის საკოორდინაციო საბჭო, რომ იქ ერთპიროვნული გადაწყვეტილებები არ მიიღება, იქ მიიღება განხილვის და კონსენსუსის წესით შეთანხმებული გადაწყვეტილებები. გიდასტურებთ, რომ სავალდებულოება იმუნიზაციაში და აცრებში ერთ-ერთი რთული გადაწყვეტილებაა. წარმატებულმა ქვეყნებმა, ვინც მიიღო - რამდენიმე ქვეყანაა, ყველა არა - ძირითადად არის ე.წ. ირიბი მანდატორიზმის მექანიზმები, ანუ „მწვანე პასპორტების" სისტემა, რომელიც ყველა ქვეყანაში მუშაობს. ამაზე მიდის ძირითადი დისკუსია, თუ რომელი იყოს, ამ „მწვანე პასპორტების" რა სისტემის ჩარჩო იქნას ქვეყანაში შემოღებული.
„ყველგან რაღაც ეტაპზე ვაქცინაციის მაჩვენებელი გაჩერდა. მაგალითად, ისრაელში 58%-ზე გაჩერდა და ზემოთ ვეღარ აწიეს, სანამ გარკვეული დამატებითი ბერკეტები არ შემოიტანეს. ზოგიერთი ქვეყანა გაჩერდა 40%-ზე და მერე შემოიტანეს. ჩვენ, სამწუხაროდ, 32-33%-ზე ვჩერდებით.
„ჩვენ დავდივართ სოფლებში, ვეხვეწებით, ვუხსნით, მობრძანდითო, დიდ დაწესებულებებს ვხვდებით, ვუხსნით, მათთან ერთად ვმუშაობთ, რომ აცრა თანამშრომლების დიდ ნაწილს ჰქონდეს, ზოგიერთი შიდა წახალისებებს აკეთებს... ამის ზღვარი, ჩემი აზრით, მოზრდილი მოსახლეობის 35-37%-ია, რაც შეიძლება 40%-ზე ავიდეს. იმის ზემოთ დაგვჭირდება ირიბი მანდატორიზმის მექანიზმების შემოტანა.
„ირიბი მანდატორიზმის მექანიზმებია - სად უნდა იმუშაოს, თუ ორჯერ არ არის აცრილი. ბოლო 72 საათში უარყოფითი „პი-სი-არ" ტესტი, ბოლო 6 თვის განმავლობაში გადატანილი დაავადება - თუ ეს აღნიშნული არ არის თქვენს ელექტრონულ ბარათში, ან ქაღალდზე, ისე შეიძლება ზოგიერთი შეზღუდული იყოს. ეს არის ე.წ. მწვანე პასპორტის მექანიზმი.
„ეს არ არის მანდატორი, ეს არ არის სავალდებულო. ყველაფერზე ვერ დავკონკრეტდები. იცით, რომ ჩვენ ყოველთვის უფრო რადიკალური ვართ, მეტს ვითხოვთ ექიმები და შემდეგ საბჭო, რომელიც მულტისექტორულია, ითვალისწინებს ყველა უწყების ინტერესს და შემდეგ იღებს გადაწყვეტილებას", - განაცხადა გამყრელიძემ.
„რეზონანსი" შეეცადა დაავადებათა კონტორლისა ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილესთან პაატა იმნაძესათან გაერკვია, თუ კონკრეტულად რა იგულისხმება ირიბ მანდატორიზმში და შეზღუდვის რა კონკრეტული მექანიზმები შეიძლება იყოს შემოღებული.
„მწვანე პასპორტის შემოღება ვაქცინაციის წამახალისებელი აღმოჩნდა ბევრ ქვეყანაში. მათი გამოცდილება გვინდა გავიზიაროთ," - განუცხადა იმნაძემ „რეზონანსს", თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია.
„ადრე თუ გვიან სავალდებულო აცრამდე მივალთ..."
„რეზონანსთან" ირიბი მანდატორიზმის მნიშვნელობაზე საუბრობს მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და ჯანდაცვის ექსპერტი ირაკლი ხმალაძე. მისი აზრით, ასეთი მექანიზმები შესაძლოა ამოქმედდეს ისეთ კერძო დაწესებულებებში, როგორიცაა კინოთეატრები, ბარები, რესტორნები, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებებსა და საქალაქთაშორისო ტრანსპორტზე.
„რომ დავუკვირდეთ, ნელ-ნელა იზრდება იმის შანსი, რომ სავალდებულო აცრები დაიწყონ. მე ალბათ ამის მომხრე ვიქნებოდი, მაგრამ არა ყველაზე, არამედ მათზე, ვინც დიდი რაოდენობით ადამიანებთან უშუალო კონტაქტში არიან.
„ირიბი მანდატორიზმი არის ირიბი გზა იძულებით ვაქცინაციამდე. ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც ინფექციის გავრცელების შესაკავებლად იყო მიმართული, როგორიცაა კომენდანტის საათი და ა.შ., ეს ყველაფერიც ხომ ადამიანის თავისუფლებას უზღუდავს. თუ სახელმწიფო ამას აკეთებს, მაშინ ბარემ მაქსიმალურად შეამცირონ იმის რისკი, რომ ადამიანები არ აიცრან.
„საზღვარგარეთ ირიბი მანდატორიზმის ეს ფორმებია გამოყენებული, რომ ზოგიერთ კერძო ორგანიზაციას, მაგალითად, კონოთეატრებს, ბარებს,რესტორნებს, კლუბებს, სახელმწიფოებმა მისცეს უფლება, რომ აუცრელი ადამიანი არ შეუშვას.
„ნამდვილად ვერ აუკრძალავ ადამიანს პროდუქტის მაღაზიაში აუცრელი არ შევიდეს, მაგრამ ზოგიერთ ქვეყანაში მდიდრული ტანსაცმელის დიდ მაღაზიებში შესვლის უფლება აუკრძალეს. ეს ხდება კერძო პირების მიერ, თუმცა სახელმწიფო აძლევს ამის უფლებას. კერძო დაწესებულებებს ბრალდებას ვერავინ ვერ წაუყენებს, თუ აუცრელებს, ან კოვიდპასპორტის გარეშე არ შეუშვებს. კერძო ნიშნავს იმას, რომ იქ სტანდარტებს მეპატრონე აწესებს, და თუ მეპატრონეს სურვილი გაუჩნდება - კი, ბატონო.
„სახლმწიფო დაწესებულებებს რაც შეეხება, ეს შენობებს გააჩნია. თუ ეს იქნება სკოლა, მიმაჩნია, რომ აქ ყველა უნდა იყოს აცრილი. კარგი იქნება, თუ მასწავლებელი აცრილი არ არის, გაკვეთილის ჩატარების უფლება არ ჰქონდეს. მე არ მსურს ჩემი შვილი ისეთ სკოლაში დადიოდეს, სადაც პერსონალი აცრილი არ იქნება. თუ სკოლაში ინლაინ სწავლება იქნება, მაშინ მასწავლებლებს ვერ შეედავები, მაგრამ თუ ჩვეულებრივ რეჟიმში იქნება, ამ შემთხვევაში შეგიძლია მოსთხოვო.
„რაც შეეხება ტრანსპორტს, ასეთი მექანიზმისგამოყენება შესაძლებელია, მაგალითად, მატარებლებში, რომელიც შორ გზაზე მიდის. მაგალითად, თუ ბათუმში იმგზავრებ, მხოლოდ პირბადით შესვლა, ჩემი აზრით, საკმარისი ნამდვილად არაა, რადგან იქ ხალხი სულ მოძრაობს, ამ დროს კი ადამიანთა კონტაქტი საკმაოზე ახლოს ხდება. თუმცა, საქალაქო საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ეს აკრალვა არ გამოდგება, ძალიან გაჭირდება.
„საქართველო უნიკალური ქვეყანაა თავისი ემოციებით და ყველაფრით. ქართველს შესაძლოა გულში ჰქონდეს, რომ აცრა უნდა, მაგრამ ბოლომდე გადაწყვეტილი არ აქვს. როგორც კი სადმე შესვლას აუკრძალავ, ის უფრო გაღიზიანდება და უარყოფითად განეწყობა. ფრთხილად უნდა მიუდგე ამ საკითხს. მაშინ ან მთლიანად სავალდებულო უნდა გახდეს, ან ფრთხილად უნდა მიუდგე", - განაცხადა ხმალაძემ „რეზონანსთან" საუბრისას.
მისივე თქმით, სავალდებულო ვაქცინაციას საზოგადოების ნაწილის პროტესტი მოჰყვება.
„სავალდებულო ვაქცინაციას ცალკე ანტივაქსერების გამოსვლები მოჰყვება და ა.შ. მაგრამ ადრე თუ გვიან სავალდებულო აცრამდე მივალთ, უბრალოდ ეს შესაძლოა ცოტა გვიან მოხდეს, მაშინ, როდესაც, სამწუხაროდ, კოვიდინფექციას ძალიან ბევრი არავაქცინირებული ადამიანი შეეწირება.
„პაციენტებს, რომლებიც მოდიან და მეუბნებიან, რომ არ ავიცრებითო, სახეზე აშკარად ეტყობათ, რომ რაღაც იდეალიზირებული აქვთ. აქ სასულიერო პირების ჩართულობას დიდი მნიშვნელობა ექნება. ასევე თუ ვინმე ეკლესიაშიც ანტივასერულ მოძრაობას ეწევა, მაქსიმალურად უნდა გამოვლინდეს ის ხალხი. ზოგიერთი იმდენად ფანატიკურადაა განწყობილი, რომ ესეც უნდა განისაზღვროს და ამასაც უნდა ვებრძოლოთ მაქსიმალურად. ნებისმიერ ადამიანს უფლება აქვს არ აიცრას, მაგრამ სხვისი მოწოდება, რომ არ აიცრას, ეს დანაშაულია", - განაცხადა ხმალაძემ.
ექიმთა ნაწილი ექიმების სავალდებულო აცრას ითხოვს
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მარინა ეზუგბაია კი აცხადებს, რომ საქართველოში ეპიდსიტუაციის გასაუმჯობესებლად უმნიშვნელოვანესია კორორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია. მისივე თქმით, ამ პროცესში სამედიცინო სექტორი სამაგალითო უნდა იყოს და ეს ნებაყოფლობით თუ არ მოხდება, მისი სურვილია, მათთვის ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს.
„საქართველოში ეპიდსიტუაცია გაუარესებულია. მგონია, რომ გარკვეულწილად პიკია. ჩვენი სურვილია, ჯანდაცვის სისტემამ თავისი ვერტიკალით, ეპიდემიოლოგიურმა სამსახურმა, კლინიკურმა სექტორმა და ყველამ ერთად მოვახერხოთ, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატება გარკვეუწილად შევაკავოთ. დაავადების დაძლევის ერთადერთი გზა გვრჩება მხოლოდ და მხოლოდ - ვაქცინაცია. ვაქცინაციის ტემპის დავარდნა არის ქვეყნისთვის ძალიან შემაფერხებელი, შემაფერხებელია ეკონომიკის განვითარებისთვისაც.
„საერთოდ, ვაქცინაციის შეფერხება ნიშნავს, რომ დაავადების სტაბილიზაციას ვერ მოვახერხებთ და მუდმივად გვექნება ასეთი ტალღები. ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია ვაქცინაცია.
„მინდა, მოვუწოდო მოსახლეობას, განსაკუთრებით სამედიცინო სექტორს ვთხოვო, რადგან ისინი უნდა იყვნენ სამაგალითოები ვაქცინაციის პროცესში, ჩვენ უნდა დავანახოთ საზოგადოებას, რამდენად აუცილებელია ვაქცინაცია. თუ ნებაყოფლობით ეს არ მოხდება, ჩემი პირადი აზრი და სურვილია, რომ მაშინ ვაქცინაცია სავალდებულო გახდეს სამედიცინო სფეროში, რათა იყოს მაგალითი, როგორ მოხდეს კოვიდინფექციის დამარცხება", - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

გაზიარება
მოინახულეს 407-ჯერ
კომენტარები
a1648239081" title="„რუსმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი ბათუმში ბინის მეპატრონეს და დააჭერინა კაცი... ისე, ახია მასეთებისთვის" - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მაია ბაჩანაშვილი?" alt="„რუსმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი ბათუმში ბინის მეპატრონეს და დააჭერინა კაცი... ისე, ახია მასეთებისთვის" - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მაია ბაჩანაშვილი?" />
26-03-2022 00:30
„რუსმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი ბათუმში ბინის მეპატრონეს და დააჭერინა კაცი... ისე, ახია მასეთებისთვის" - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მაია ბაჩანაშვილი?
ვრცლად
ფორმალურად ნებაყოფლობითი და ირიბად სავალდებულო - რას გულისხმობს ე.წ. მწვანე პასპორტები და ირიბი მანდატორიზმი » სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
Template not found: /templates/reitingi-2/modules/menu.tpl
Template not found: /templates/reitingi-2/modules/main-content.tpl
» მნიშვნელოვანი » ფორმალურად ნებაყოფლობითი და ირიბად სავალდებულო - რას გულისხმობს ე.წ. მწვანე პასპორტები და ირიბი მანდატორიზმი

Template not found: /templates/reitingi-2/modules/sidebar.tpl