განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა

100 ადამიანს დახმარება გადაეცემა - იხილეთ სია

4-12-2021, 12:29
ავტორი: dailyinfo

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს  კიდევ 100-მდე მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით  გრანტი გადაეცემა.
 
დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს და მის მიზანს  რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.
 
სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით,  პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების მიღებას წელიწადში ორჯერ ცხადდება.
 
„100-მდე დაბრუნებული მიგრანტი, რომლებიც სახელმწიფოსგან დაფინანსებას მიიღებენ სპეციალურმა კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად გამოავლინა. პროგრამის მონაწილეებმა საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის  საჭირო ტექნიკა და  ინვენტარი თავადვე შეარჩიეს. მნიშვნელოვანია, რომ  სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათ გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო და აღარ მოუწიოთ ქვეყნის დატოვება“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.
 
პროგრამა საშემოსავლო პროექტების დაფინანსებასთან ერთად, პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
იხილეთ სია - https://idp.gov.ge/wp-content/uploads/2021/12/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90.pdf

გაზიარება
მოინახულეს 57 043-ჯერ
კომენტარები
100 ადამიანს დახმარება გადაეცემა - იხილეთ სია » სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
Template not found: /templates/reitingi-2/modules/menu.tpl
Template not found: /templates/reitingi-2/modules/main-content.tpl
» მნიშვნელოვანი » 100 ადამიანს დახმარება გადაეცემა - იხილეთ სია

100 ადამიანს დახმარება გადაეცემა - იხილეთ სია

100 ადამიანს დახმარება გადაეცემა - იხილეთ სია
4-12-2021, 12:29
ავტორი: dailyinfo

ემიგრაციიდან დაბრუნებულ საქართველოს  კიდევ 100-მდე მოქალაქეს შემოსავლის წყაროს გაჩენის, დასაქმებისა და თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით  გრანტი გადაეცემა.
 
დაბრუნებულ მიგრანტთა სარეინტეგრაციო დახმარების სახელმწიფო პროგრამას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ახორციელებს და მის მიზანს  რეინტეგრაციის პროცესის მხარდაჭერა წარმოადგენს.
 
სააგენტოს დირექტორის ბესარიონ სიმონიშვილის განცხადებით,  პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის განაცხადების მიღებას წელიწადში ორჯერ ცხადდება.
 
„100-მდე დაბრუნებული მიგრანტი, რომლებიც სახელმწიფოსგან დაფინანსებას მიიღებენ სპეციალურმა კომისიამ წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად გამოავლინა. პროგრამის მონაწილეებმა საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის  საჭირო ტექნიკა და  ინვენტარი თავადვე შეარჩიეს. მნიშვნელოვანია, რომ  სამშობლოში დაბრუნების შემდეგ მათ გაუჩნდეთ შემოსავლის წყარო და აღარ მოუწიოთ ქვეყნის დატოვება“, – განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.
 
პროგრამა საშემოსავლო პროექტების დაფინანსებასთან ერთად, პროფესიული განათლების ხელშეწყობას, სამედიცინო დახმარებითა და დროებითი საცხოვრებლით უზრუნველყოფას ითვალისწინებს.
იხილეთ სია - https://idp.gov.ge/wp-content/uploads/2021/12/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%AF%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%92%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90.pdf

გაზიარება
მოინახულეს 57 043-ჯერ
კომენტარები
Template not found: /templates/reitingi-2/modules/sidebar.tpl