განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა

რა ფორმატში გაგრძელდება სკოლებში სწავლა - განათლების სამინისტროს განცხადება

4-12-2021, 17:59
ავტორი: dailyinfo

საქართველოს განათლების სამინისტრო სკოლებში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გასული ერთი კვირის მონაცემით, საქართველოს მასშტაბით შემცირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვი. ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 108 სკოლა და 369 ცალკეული კლასი.

„საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 115 მასწავლებელი, რაც გასული კვირის მონაცემთან შედარებით საგრძნობლად შემცირებულია. ამასთან, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0.8%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 71%.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით, აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

რეგულაციები კვლავ უცვლელი რჩება. სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში გრძელდება. კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების შემთხვევაში, კონკრეტული კლასი ან სკოლა შესაბამისი დროით იხურება. 

გაზიარება
მოინახულეს 233-ჯერ
კომენტარები
რა ფორმატში გაგრძელდება სკოლებში სწავლა - განათლების სამინისტროს განცხადება » სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
Template not found: /templates/reitingi-2/modules/menu.tpl
Template not found: /templates/reitingi-2/modules/main-content.tpl
» მნიშვნელოვანი » რა ფორმატში გაგრძელდება სკოლებში სწავლა - განათლების სამინისტროს განცხადება

რა ფორმატში გაგრძელდება სკოლებში სწავლა - განათლების სამინისტროს განცხადება

რა ფორმატში გაგრძელდება სკოლებში სწავლა - განათლების სამინისტროს განცხადება
4-12-2021, 17:59
ავტორი: dailyinfo

საქართველოს განათლების სამინისტრო სკოლებში კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ გასული ერთი კვირის მონაცემით, საქართველოს მასშტაბით შემცირდა დისტანციურ სწავლებაზე გადასული სკოლების რიცხვი. ბოლო შვიდი დღის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება 108 სკოლა და 369 ცალკეული კლასი.

„საქართველოს მასშტაბით დისტანციურ სწავლებაზე იმყოფება რისკის ჯგუფის 115 მასწავლებელი, რაც გასული კვირის მონაცემთან შედარებით საგრძნობლად შემცირებულია. ამასთან, ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0.8%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს. ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 71%.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო სკოლებში Covid-19-ის ვირუსის პრევენციის მიზნით, აქტიურად მუშაობს სხვადასხვა მიმართულებით. ასევე ინტენსიურად მიმდინარეობს Covid-19-ზე მასწავლებელთა ტესტირება“, – აცხადებენ განათლების სამინისტროში.

რეგულაციები კვლავ უცვლელი რჩება. სკოლებში სწავლა საკლასო ოთახებში გრძელდება. კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების შემთხვევაში, კონკრეტული კლასი ან სკოლა შესაბამისი დროით იხურება. 

გაზიარება
მოინახულეს 233-ჯერ
კომენტარები
Template not found: /templates/reitingi-2/modules/sidebar.tpl