განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა

„ამიტომ ვტოვებ თავდაცვის ძალებს და ემიგრაციაში მივდივარ!“ – სკანდალი თავდაცვის სამინისტროში

4-12-2021, 23:33
ავტორი: DaiLyInfo

2016 წელს, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზაზე შემზარავი ამბავი მოხდა ყარაულის პირადი შემადგენლობის მიერ – მათ ბავშვები აწამეს, სამი ბავში! ეს ფაქტი პირველმა  ოფიცერმა დავით ნემსაძემ გაახმაურა „ალიასთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში, რომელიც იმ პერიოდში აღნიშნულ ბაზაზე მსახურობდა. სამხედრო ბაზაზე ბავშვების შეტყუების და წამების ფაქტი თინა ხიდაშლის თავდაცვის მინისტრობისას მოხდა. დავით ნემსაძეს არაერთხელ უთქვამს „ალიასთვის“, რომ მის ჩაფარცხვას თინა  ხიდაშელთან და ერთად, მისი იმჟამინდელი მოადგილე, ანა დოლიძე და გენშტაბის მაშინდელი  უფროსი, ვახტანგ კაპანაძე ცდილობდნენ.  ვახტანგ კაპანაძე იმიტომ ირჯებოდა, რომ ამ ბაზის მეთაური, ილია ლუტიძე მისი ნათესავია. ლამის მთელი მინისტრთა კაბინეტი  ცდილობდა ამ საქმის ჩაფარცხვას. დავით ნემსაძის მხრიდან საჯარო მხილების შემდეგ, ვერავინ იჯერებდა რომ საქართველოში, თან სამხედრო ბაზაზე ასეთი ფაშისტური სისასტიკით აწამეს ბავშვები. თუმცა მოგვიანებით ნემსაძემ გაავრცელა ნაწამებ ბავშვთან ჩაწერილი ვიდეო ინტერვიუები. შოკისმომგვრელი სიმართლე სრულად დაადასტურეს ნაწამებმა ბავშვებმა. ისინი სამხედრო ბაზაზე ტანკებში ჩასმის და თამაშის მოტივით შეიტყუეს. შემდეგ აჭამეს ფუნთუშები, რომელშიც მდოგვი იყო ჩასხმული და დასვეს დენის გამათბობელზე. ასევე, სხეულებზე უსვამდნენ ნახშირს და დახრჩობის იმიტაციას ახდენდნენ ხანძარსაწინააღმდეგო კასრში. ამ შოკის მომგვრელ ისტორიას უფრო ამაზრზენს ის ხდის, რომ ერთ–ერთი ბავშვი აღწერს, თუ როგორ მიადგნენ მოგვიანებით მას სახლში სამხედრო პოლიციის თანამშრომლები, გაიყვანეს ის მეორე ოთახში და ტუჩზე თითის მიდებით აიძულეს დანაშაულის დაფარვა.  ცივილიზებული ადამიანი ასეთ დანაშაულს სადო-მაზოხისტურ ქმედებას ეძახის, სხვა რა შეიძლება უწოდო იმ ,,ადამიანების” საქციელს. ვინც მცირეწლოვან ბავშვებს გართობის მიზნით ასე მანიაკალურად მოექცევა?
სამხედრო ბაზაზე ეს დანაშული აღკვეთა ამავე ბაზის ოფიცერმა, ლევან კობაიძემ. მოგვიანებით, ამ საქმეზე მოკვლევა დაიწყო თავდაცვის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ და პროკურატურაშიც აღიძრა საქმე. თუმცა, გენინსპექციამ, ოფიცერთა და ჯარისკაცთა ქმედებაში დანაშაულის ნიშნები ვერ აღმოაჩინა და არავინ დაუსჯიათ. ბაზის მეთაური ილია ლუტიძე დღესაც შეიარაღებულ ძალებში მსახურობს. პროკურატურამ დავით ნემსაძეც და ლევან კობაიძე დაკითხა. ეს უკანასკნელი ამ საქმეში მთავარი მოწმეა, დღემდე ეს საქმე თაროზეა შემოდებული. თუმცა, დიდი  და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, რომ მალე მოუწევთ მისი თაროდან ჩამოღება და გამოძიების ობიექტურად წარმართვა საგარეო სამართლებრივი ზეწოლის გამო. დავით ნემსაძე საფრანგეთშია და იქიდან იბრძვის ამ საქმეზე სამართლიანობა რომ აღსრულდეს, ბავშვთა მწამებლები და მათი ხელის დამფარებლები რომ დაისაჯონ. მისი წყალობით, საქმის კურსშია ბავშვთა წამების წინააღმდეგ მებრძოლი ყველა ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია და ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყნის საელჩო საქართველოში. ასევე, საქართველოში  ევროკავშირის  წარმომადგენლობა.  თუმცა, მთავარი ახლა იწყება.
„ალიას“ ხელში ჩაუვარდა კაპიტან ლევან კობაიძის პატაკი თავდაცვის მინისტრ ჯუანშერ ბურჭულაძისადმი (პატაკის #781847), რომელსაც ექსკლუზიურად გთავაზობთ. პატაკის თანახმად, ლევან კობაიძე იძულებული გახდა დაეტოვებინა საქართველოს შეიარაღებული ძალები. კობაიძე მინისტრს პატაკში იმ მიზეზებს უსახელებს, რის გამოც გამოცდილი ოფიცერი არმიიდან  წავიდა და ამის ერთ–ერთ მთავარ მიზეზად, სწორედ შეიარაღებისა და ტექნიკის ბაზაზე  ბავშთა წამების საქმეზე არ აღსრულებულ სამართლიანობას ასახელებს. ლევან კობაიძე აღნიშნავს, რომ ილია ლუტიძეს ამ საქმის ჩაფარცხვაში, მისი მფარველი, ვახტან კაპანაძე დაეხმარა. პატაკში ლევან კობაიძე სწერს, რომ გააგრძელებს შეიარაღებულ ძალებში  იმ  მანკიერებებთან ბრძოლას, რის გამოც მისი დატოვება გადაწყვიტა და დასძენს, რომ არ ბრძოლას გააგრძელებს ემიგრაციიდან: „ვიბრძოლებ ემიგრაციაში, სტრასბურგის სასამართლოში“.
„ალიამ“ სცადა ლევან კობაიძესთან დაკავშირება, მაგრამ მას მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მოგვიანებით კი გავარკვიე, რომ ის უკვე ემირგაციაშია, ევროკავშირის წევრ ერთ–ერთ სახელმწიფოში. სავარაუდოდ, პოლიტიკურ თავშესაფარს მოსთხოვს ამ ქვეყნის ხელისუფლებას. თუ რის გამო შეიძლება  მოითხოვოს  პოლიტიკურ თავშესაფარი ლევან კობაიძემ, ამ მიზეზებზე, ნაწილობრივ, მის პატაკშია საუბარი. თუმცა, დავით ნემსაძეს „ალიაში“ არაერთხელ აღუნიშნავს, რომ ბავშთა წამების ფაქტზე, ლევან კობაიძეზე ზეწოლა და შანტაჟი ხორციელდებოდა. ვინაიდან ამ საქმეს დეტალურად ვიცნობ და მის შესახებ ლევან კობაიძესთანაც მისაუბრია, შემიძლია სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო, რომ მთავარი მიზეზი, რის გამოც მან უცხოეთში გაქცევით უშველა თავს, სწორედ ბავშვთა წამების ფაქტია, რომლის ჩაფარცხვაშიც, არამარტო თავდაცვის სამინისტროს არაერთი  მაღალჩინოსანს, ასევე, პოლიტიკოსებს მიუძღვით ბრალი. ისინი ცდილობდნენ ლევან კობაიძის გაჩუმებას, დაშანტაჟებას, დაშინებას, დავით ნემსაძესთან მის დაპირისპირებას, მაგრამ ვერ აღალატებინეს და ვერ  გააჩუმეს.  მოკლედ,  ბავშთა წამების მთავარი მოწმე უკვე ევროპაშია და იქიდან ბევრ ყოფილ თუ მოქმედ მაღალჩინოსანს დაუფრთხობს ძილს. თუმცა, რაღა დაუფრთხობს. თავდაცვის სამინისტროდან გამოჟონილი ინფორმაციით, სამინისტროს ამჟამინდელი ელიტა და ძველი ხელმძღვანელობა სრულ პანიკაშია. აქვე, ერთიც მინდა ვთქვა. საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ნინოწმინდის უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშთა პანსიონში, ჩვენმა ფსევდო ლიბერალებმა, ვითომ ბავშვთა უფლებები დამცველებმა, დიდი აურზაური ატეხეს, პანსიონში სასულიერო პირები და მასწავლებლები ბავშვებს აწამებენო და გეხსომებათ, მთელი ორი თვე ამ თემას აშუქებდნენ, ალბათ რადგან მეორე მხარეს საპატრიარქო იყო. და თუ ბავშვს სამხედრო პირი ფუნთუშებში შეგნებულად მდოგვს ჩაუსხამს, წლით სავსე კასრში არაერთხელ ჩააყურყუმელავებს, ეს არ არის წამება, რადგან მეორე მხარეს თინა ხიდაშელი, ანა დოლიძე და კიდევ სხვა მოქმედი თუ ყოფილი მაღალჩინოსნები დგანან?! ჰოდა, შემირცხვენია ასეთი შერჩევითი სამართალი!

გაზიარება
მოინახულეს 46 725-ჯერ
კომენტარები
„ამიტომ ვტოვებ თავდაცვის ძალებს და ემიგრაციაში მივდივარ!“ – სკანდალი თავდაცვის სამინისტროში » სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
Template not found: /templates/reitingi-2/modules/menu.tpl
Template not found: /templates/reitingi-2/modules/main-content.tpl
» მნიშვნელოვანი » „ამიტომ ვტოვებ თავდაცვის ძალებს და ემიგრაციაში მივდივარ!“ – სკანდალი თავდაცვის სამინისტროში

Template not found: /templates/reitingi-2/modules/sidebar.tpl