განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა

რეალურად როგორ შიმშილობენ ნაცები - ექსკლუზიური კადრები

26-12-2021, 00:05
ავტორი: DaiLyInfo

აპირებს თუ არა რეალურად „ნაციონალური მოძრაობა“ მასობრივ შიმშილობას და ვინ იღებს ამ აქტში მონაწილეობას? როგორც აღმოჩნდა, პარტიის ლიდერებიდან შიმშილობას მხოლოდ გია ბარამიძე, ნიკა მელია და პარტიის რიგითი მხარდამჭერები აპირებენ. რეალურად გამოდის, რომ პარტიამ ბელადი მიხეილ სააკაშვილის დასახსნელად შიმშილობისთვის ჩვეულებრივი მხარდამჭერები გაწირა.
გიგი უგულავა ამბობს, რომ ჯერ არ შიმშილობს, მაგრამ ეჭვი აქვს, რომ შიმშილობა მოუწევს. ასევე საუბარია იმაზე, რომ პარტიის აქტივი შიმშილობაში ერთმანეთს ჩაენაცვლებიან. გამოდის, რომ თუკი ერთი მოშიმშილე ჯგუფი შიმშილობას ვეღარ შეძლებს, მეორე შეცვლის და ასე შესაძლოა, დაუსრულებლად გაგრძელდეს. გამოდის, რომ მაშინ სააკაშვილს ციხეში ყოფნა კიდევ დიდხანს მოუწევს, რადგან ამით ხელისუფლება სულაც არ შეწუხდება.
ამის პარალელურად, სააკაშვილი მოშიმშილეებს რეკომენდაციებს აძლევს, როგორ უნდა იშიმშილონ ისე, რომ დიდხანს გაძლონ. თან აქვე აყოლებს, რომ მსგავსმა აქციამ ბევრ ქვეყანაში შედეგი გამოიღო და „ერთი ოლიგაქრის მოშორება რაღა გახდა“?
„ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის ეზო კარვების ქალაქადაა გადაქცეული. გაშლილია 11 კარავი, სადაც განთავსებულები არიან, როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, ასევე მხარდამჭერები, რომლებიც მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით შიმშილობენ. ადგილზე იშლება მეთორმეტე კარავიც. მოშიმშილეები ამბობენ, რომ პროტესტი გაგრძელდება მანამ, ვიდრე საქართველოს მესამე პრეზიდენტი არ გათავისუფლდება.
ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი მიიჩნევს, რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ აბსურდული სიტუაციაა შექმნილი და მართლა უკვე ყველას აინტერესებს ამ ადამიანების ქცევა რითი დაბოლოვდება. ქართველიშვილი for.ge-სთან ამბობს, რომ მარკეტინგული თვალსაზრისით, ამ პერფორმანსისთვის ძალიან ცუდი დროა შერჩეული. სააკაშვილის გულისთვის არც ქართველი ხალხი შეიწუხებს თავს და არც პუტინი-ბაიდენი თავის მწვავე ურთიერთობას არ გადახედავენ, რომ ჩვენს ხელისუფლებას მისი გათავისუფლება მოსთხოვონ.
„სააკაშვილის დარდი ახლა არც საქართველოში, არც დასავლეთში და არც მით უმეტეს უკრაინაში არავის აქვს. აგერ დღე-დღეზე შესაძლოა, რუსეთ-უკრაინის ომი დაიწყოს. უცნაური დრო ამოირჩიეს, რადგანაც ენმ-ის ეს უაზრო და ყველა მხრივ გაუთვალისწინებელი ქცევა თავად პარტიას დაღუპავს. მრჩება შთაბეჭდილება, რომ თავად პარტიის შიგნით ბედსაც კი იწყევლიან, რომ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში დაბრუნდა. თან ამ საახალწლოდ შიმშილი და ხელფასებთან დაკავშირებული პრობლემები ვის უნდოდა. აგერ თავისთვის წყნარად, მშვიდად ჭამდნენ და სვამდნენ. მავნებლობის მეტს არაფერს აკეთებდნენ და ახლა სააკაშვილმა საქმის კეთება და მოქმედება დაავალა. სააკაშვილი საკუთარი პროპაგანდის ტყვე გახდა და ჩიხიდან ვეღარ გამოდის“, - ამბობს ქართველიშვილი for.ge-სთან.
მისივე თქმით,ყველაზე საინტერესო შიმშილობის ჩანაცვლების ფაქტია. ქართველიშვილი ამბობს, რომ თუკი მისი ამომრჩეველი შიმშილობისას ერთმანეთს ჩაანაცვლებენ, გამოდის, რომ სააკაშვილი ციხეში 15-წლიან მსჯავრსაც გაუძლებს. მას ხუთასი ათასი ამომრჩეველი ჰყავს და შიმშილობის პროცესს დიდი ხნით გაუძლებენ.
„უწყვეტი შიმშილობის აქცია 15 წელს თავისუფლად იტევს. უბრალოდ, მთელ ამ საგიჟეთში ცალკე თემაა, ამერიკის მოქალაქის თემურ ალასანიას მონაწილეობა. ასევე სააკაშვილის დედის თურქეთის მოქალაქის გიული ალასანიას მონაწილეობა. თუმცა ყველაზე საინტერესო მაინც რუსეთის მოქალაქის კობა ნაყოფიას მოქმედებაა, რომელიც ჯერ არც მოშიმშილეებთან გამოჩენილა და არც აქციაზე ყოფილა. თუმცა ყველას ცალ-ცალკე აგულიანებს. ასევე სააკაშვილის მეუღლის უკრაინის მოქალაქის ლიზა იასკოს მონაწილეობაც არ უნდა გამოგვრჩეს. ამასაც ცალკე დანიშნულება აქვს.
ამ საგიჟეთში კი რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, თავად ქართველი ხალხი არ იღებს მონაწილოებას. არადა ამბობენ, რომ ქართველებისთვის კეთდება ეს ყველაფერი. მსგავსი სიგიჟე სადმე ვინმეს უნახავს? ალასანიას ფაქტორი ძალიან საინტერესოა. მან სააკაშვილი ფაქტობრივად გაზარდა და მისი ხასიათი ყველაზე კარგად იცის. მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას სააკაშვილის ეშინია, რომელსაც ვეღარ აკონტროლებს და ცხოვრებაში პირველად, თვალთახედვიდან დაკარგა. ჩვენ ხომ არ ვიცით სუს-ში რა კითხვები დაუსვეს. ფაქტია, რომ მას ისე შეეშინდა, ქვეყნიდან გაიქცა. ერთადერთი მიზანი ახლა რაც სააკაშვილის დედას, ბიძას, ცოლს თუ მისი გუნდის წვერებს აქვთ, ისაა, რომ სააკაშვილი ალასანიას თვალთახედვის არეში კვლავ მოექცეს და თუ გინდა შეურაცხადად გამოაცხადონ“, - ამბობს დავით ქართველიშვილი for.ge-სთან.
ანალიტიკოსი ვახტანგ ძაბირაძე კი for.ge-სთან მიიჩნევს, რომ მასობრივი შიმშილობა საზოგადოებაში დიდ აჟიოტაჟს არ გამოიწვევს. ასევე ხელისუფლების მხრიდან განსაკუთრებულ შეშფოთებას არ უნდა ველოდოთ. ამ ყველაფერს დიდი შედეგი არ მოჰყვება და ისევ „ენმ“ დაზარალდება.
„შიმშილობის დაწყებით გამოჩნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დღის წესრიგი არსებული მდგომარეობიდან მიხეილ სააკაშვილის როგორმე გამოხსნაა. სააკაშვილი და შემდეგ უკვე მისი ბიძა, თემურ ალასანია, „ნაციონალური მოძრაობისგან“ შეუძლებლის გაკეთებას მოითხოვდა. ალასანიამ პირდაპირ განაცხადა, რომ ყველაფრის კეთება კარგია, მაგრამ იმისთვის, რომ მიზანს მივაღწიოთ, შეუძლებლის კეთებაა აუცილებელი. თუმცა შეუძლებელი რომ გააკეთო, ამის რესურსი ხომ უნდა გქონდეს?
„ენმ“-ს ამის შესაძლებლობა არ აქვს. „ნაციონალურ მოძრაობას“ არ აქვს რესურსი, რომ ხანგრძლივი, პერმანენტული და მასობრივი აქციები ჩაატაროს. ამიტომ ერთადერთი ვარიანტი, მით უმეტეს თუ კონსტიტუციის ფარგლებში რჩები, მასობრივი შიმშილობაა. ეს საქართველოსთვის უცხო არ არის. 1988 წლის შემოდგომიდან მოყოლებული, რამდენჯერმე იყო შიმშილობა. როგორც ჩანს, გადაწყვიტეს, ამ მხრივ წარემართათ თავიანთი საქმიანობა, რათა შედეგს მიაღწიონ. თუმცა ამით რამის მიღწევის შანსები ძალიან დაბალია“, - ამბობს ძაბირაძე for.ge-სთან.
მისივე თქმით, თუკი მასობრივი შიმშილობა დიდ შედეგს არ მოიტანს, პრობლემები თავად „ნაციონალურ მოძრაობაში“ გაჩნდება. ეს კი იმას გამოიწვევს, რომ პარტიიდან ის რადიკალური ფრთა გაირიყება, რომელიც მსგავსი ნაბიჯების გადადგმას ითხოვდა.
რაც შეეხება მასობრივი შიმშილობის დაწყების მცდელობას, პრეზიდენტის ჩართულობით პოლიტიკურ მხარეებს შორის მიმდინარე პროცესზე, ძაბირაძე ამბობს, რომ აღნიშნულ საკითხს სერიოზულად არავინ აღიქვამს და იბადება განცდა, რომ ეს პროცესი ვალის მოსახდელად წამოიწყეს.

გაზიარება
მოინახულეს 28 884-ჯერ
კომენტარები
a1648239081" title="„რუსმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი ბათუმში ბინის მეპატრონეს და დააჭერინა კაცი... ისე, ახია მასეთებისთვის" - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მაია ბაჩანაშვილი?" alt="„რუსმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი ბათუმში ბინის მეპატრონეს და დააჭერინა კაცი... ისე, ახია მასეთებისთვის" - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მაია ბაჩანაშვილი?" />
26-03-2022 00:30
„რუსმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი ბათუმში ბინის მეპატრონეს და დააჭერინა კაცი... ისე, ახია მასეთებისთვის" - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მაია ბაჩანაშვილი?
ვრცლად
რეალურად როგორ შიმშილობენ ნაცები - ექსკლუზიური კადრები » სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
Template not found: /templates/reitingi-2/modules/menu.tpl
Template not found: /templates/reitingi-2/modules/main-content.tpl
» მნიშვნელოვანი » რეალურად როგორ შიმშილობენ ნაცები - ექსკლუზიური კადრები

Template not found: /templates/reitingi-2/modules/sidebar.tpl