„კოვიდზე ბევრად უარესად ვარ. გთხოვთ, მითხარით რა ვუშველო" - რა სჭირს ნუკი კოშკელიშვილს?
ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ თავს ძალიან ცუდად გრძნობს. როგორც თავად აცხადებს, სწრაფი ტესტიც და პისიარიც უარყოფითს აჩვენებს. ტელეწამყვანის თქმით, კორონავირუსი უკვე გადატანილი აქვს
„ახლა ვარ კოვიდზე ბევრად უარესად. კორონა გადატანილი მაქვს, არც პისიარი არ აჩვენებს და არც სწრაფზე. თუ ვინმეს გაქვთ გადატანილი ასეთი ვირუსი, გთხოვთ, მითხარით რა ვუშველო. სიცხეს ვერ ვიგდებ", - ამბობს ნუკი კოშკელიშვილი.