„მამა დედაჩემის ჩამოსაყვანად ატრიალდა და ვერც ერთი ვეღარ გადარჩა, მაშინ დედა შვიდი თვის ორსული იყო“ - დიტო რაზმაძემ 2008 წლის ომის სასტიკი ფოტოს აქამდე უცნობი ისტორია მოჰყვა
ამ კადრმა მთელი მსოფლიო შეძრა. 2008 წლის ომის სისატიკის ამსახველმა ფოტომ ყველას თვალი აუხილა. ახლა კი ომში დაღუპულის ქალის შვილი, დიტო რაზმაძე აქამდე უცნობ ამბავს იხსენებს.
„შვიდი წლის ვიყავი. ყველაფერი კარგად მახსოვს. სახლში ვიყავით. კასეტური ბომბი შემოვარდა და მთლიანი სახლი დაინგრა. წნევისგან რკინის კარი ჩაიკეტა. იმხელა სიყვარული ჰქონდათ ჩვენი ოჯახის მიმართ მეზობლებს საკუთარი ოჯახები დროებით მიატოვეს და კარების გაღებას ცდილობდნენ. მაგრამ, ვერ გააღეს. შემდეგ, გაზის მილიდან ჩამომიყვანა მამაჩემმა. დედაჩემის ჩამოსაყვანად ატრიალდა და ვერც ერთი ვეღარ გადარჩა. დედა შვიდი თვის ორსული იყო“, - თქვა "რუსთავი 2"-ის ეთერში დიტო რაზმაძე.