განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა

იარაღის დანახვაზე ყველა გაიქცა, ვანო მეზობელს მივარდა... - სრულიად ახალი დეტალები 36 წლის კაცის მკვლელობაზე, რომელსაც მეგობარმა ესროლა

12-03-2022, 01:21
ავტორი: DaiLyInfo

მკვლელობა ნორიოში - სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ჰყვებიან, 42 წლის დავით ყანჩელიშვილმა 36 წლის ვანო შუბაშვილი მოკლა, ხოლო კიდევ ერთი მამაკაცი დაჭრა. 
ადგილობრივები ამბობენ, რომ კონფლიქტში მონაწილე მხარეები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.  დაპირისპირების მოტივი უცნობია, თუმცა ამბობენ, რომ მოკლული შუბაშვილი არაფერ შუაში იყო და ის დაპირისპირებული მხარეების გაშველებას ცდილობდა. იარაღის დანახვაზე  ყველა გაიქცა, ხოლო შუბაშვილი მეზობლისთვის მის წართმევას შეეცადა, სავარაუდოდ, მკვლელობაც ამ დროს მოხდა, მანამდე ნასროლი ტყვიით კი ერთი პირი დაიჭრა.  
დანაშაულში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბრალდებულმა დავით ყანჩელიშვილმა როცა გაათვითცნობიერა, რა ჩაიდინა, პოლიციას თავადვე ჩაბარდა. 
36 წლის ვანო შუბაშვილის ცხედარი საკუთარ სახლში ექსპერტიზიდან უკვე გადაასვენეს. ნათესავებს მომხდარზე საუბარი უჭირთ და ამბობენ, რომ დაკავებულსა და გარდაცვლილს წლების განმავლობაში მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდათ, ამიტომ მათ შორის რაიმე სახის კონფლიქტს გამორიცხავენ. 
მკვლელობა მიტოვებულ ფერმაში მოხდა, სადაც გარდაცვლილის გარდა კიდევ რამდენიმე პირი იმყოფებოდა.  
„წარმოუდგენელი ამბავი მოხდა. ორივე კარგი ადამიანია, ცუდს ვერც ერთზე ვერ ვიტყვი. მეგობრობდნენ და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. რა მოხდა მათ შორის, არ ვიცით. ერთი ის ვიცით, რომ მკვლელობა მიტოვებულ ფერმაში მოხდა. იქ სვამდნენ თუ მერე მივიდნენ, არც ეს ვიცით. სავარაუდოდ, რაღაცაზე სრულიად სხვა პირთან კონფლიქტი მოუვიდა. ეს გარდაცვლილი არაფერ შუაში ყოფილა. სავარაუდოდ, იარაღის წართმევა უნდოდა. როცა თოფი მოუმარჯვებია და გაუსვრია, ყველა შეშინებული გამოქცეულა. ერთის დაჭრა მოასწრო. მხოლოდ ვანო დარჩენილა და ალბათ, მისი შეჩერება უნდოდა. როცა გააცნობიერა, რა მოხდა, პოლიციას თავადვე ჩაბარდა. სანადირო თოფიდან უსვრია“, - ამბობს ადგილობრივი „რეზონანსთან“. 
პოლიციამ ნორიოში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტები ცხელ კვალზე გახსნა, ეჭვმიტანილი დაკავებულია, მას 7-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დ.ყ.-მ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი მამაკაცი - 1986 წელს დაბადებული ი.შ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, ხოლო 1985 წელს დაბადებული ზ.ქ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ზ.ქ. საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე - მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გაზიარება
მოინახულეს 362-ჯერ
კომენტარები
a1648239081" title="„რუსმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი ბათუმში ბინის მეპატრონეს და დააჭერინა კაცი... ისე, ახია მასეთებისთვის" - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მაია ბაჩანაშვილი?" alt="„რუსმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი ბათუმში ბინის მეპატრონეს და დააჭერინა კაცი... ისე, ახია მასეთებისთვის" - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მაია ბაჩანაშვილი?" />
26-03-2022 00:30
„რუსმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი ბათუმში ბინის მეპატრონეს და დააჭერინა კაცი... ისე, ახია მასეთებისთვის" - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მაია ბაჩანაშვილი?
ვრცლად
იარაღის დანახვაზე ყველა გაიქცა, ვანო მეზობელს მივარდა... - სრულიად ახალი დეტალები 36 წლის კაცის მკვლელობაზე, რომელსაც მეგობარმა ესროლა » სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
Template not found: /templates/reitingi-2/modules/menu.tpl
Template not found: /templates/reitingi-2/modules/main-content.tpl
» მნიშვნელოვანი » იარაღის დანახვაზე ყველა გაიქცა, ვანო მეზობელს მივარდა... - სრულიად ახალი დეტალები 36 წლის კაცის მკვლელობაზე, რომელსაც მეგობარმა ესროლა

იარაღის დანახვაზე ყველა გაიქცა, ვანო მეზობელს მივარდა... - სრულიად ახალი დეტალები 36 წლის კაცის მკვლელობაზე, რომელსაც მეგობარმა ესროლა

იარაღის დანახვაზე ყველა გაიქცა, ვანო მეზობელს მივარდა... - სრულიად ახალი დეტალები 36 წლის კაცის მკვლელობაზე, რომელსაც მეგობარმა ესროლა
12-03-2022, 01:21
ავტორი: DaiLyInfo

მკვლელობა ნორიოში - სისხლიანი დაპირისპირების მიზეზი ურთიერთშელაპარაკება გახდა. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ჰყვებიან, 42 წლის დავით ყანჩელიშვილმა 36 წლის ვანო შუბაშვილი მოკლა, ხოლო კიდევ ერთი მამაკაცი დაჭრა. 
ადგილობრივები ამბობენ, რომ კონფლიქტში მონაწილე მხარეები არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდნენ.  დაპირისპირების მოტივი უცნობია, თუმცა ამბობენ, რომ მოკლული შუბაშვილი არაფერ შუაში იყო და ის დაპირისპირებული მხარეების გაშველებას ცდილობდა. იარაღის დანახვაზე  ყველა გაიქცა, ხოლო შუბაშვილი მეზობლისთვის მის წართმევას შეეცადა, სავარაუდოდ, მკვლელობაც ამ დროს მოხდა, მანამდე ნასროლი ტყვიით კი ერთი პირი დაიჭრა.  
დანაშაულში ეჭვმიტანილი სამართალდამცველებმა უკვე დააკავეს. ადგილობრივები ამბობენ, რომ ბრალდებულმა დავით ყანჩელიშვილმა როცა გაათვითცნობიერა, რა ჩაიდინა, პოლიციას თავადვე ჩაბარდა. 
36 წლის ვანო შუბაშვილის ცხედარი საკუთარ სახლში ექსპერტიზიდან უკვე გადაასვენეს. ნათესავებს მომხდარზე საუბარი უჭირთ და ამბობენ, რომ დაკავებულსა და გარდაცვლილს წლების განმავლობაში მეგობრული ურთიერთობა აკავშირებდათ, ამიტომ მათ შორის რაიმე სახის კონფლიქტს გამორიცხავენ. 
მკვლელობა მიტოვებულ ფერმაში მოხდა, სადაც გარდაცვლილის გარდა კიდევ რამდენიმე პირი იმყოფებოდა.  
„წარმოუდგენელი ამბავი მოხდა. ორივე კარგი ადამიანია, ცუდს ვერც ერთზე ვერ ვიტყვი. მეგობრობდნენ და ახლო ურთიერთობა ჰქონდათ. რა მოხდა მათ შორის, არ ვიცით. ერთი ის ვიცით, რომ მკვლელობა მიტოვებულ ფერმაში მოხდა. იქ სვამდნენ თუ მერე მივიდნენ, არც ეს ვიცით. სავარაუდოდ, რაღაცაზე სრულიად სხვა პირთან კონფლიქტი მოუვიდა. ეს გარდაცვლილი არაფერ შუაში ყოფილა. სავარაუდოდ, იარაღის წართმევა უნდოდა. როცა თოფი მოუმარჯვებია და გაუსვრია, ყველა შეშინებული გამოქცეულა. ერთის დაჭრა მოასწრო. მხოლოდ ვანო დარჩენილა და ალბათ, მისი შეჩერება უნდოდა. როცა გააცნობიერა, რა მოხდა, პოლიციას თავადვე ჩაბარდა. სანადირო თოფიდან უსვრია“, - ამბობს ადგილობრივი „რეზონანსთან“. 
პოლიციამ ნორიოში მომხდარი მკვლელობისა და დაჭრის ფაქტები ცხელ კვალზე გახსნა, ეჭვმიტანილი დაკავებულია, მას 7-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
გამოძიებით დადგინდა, რომ ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფმა დ.ყ.-მ გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ნორიოში, ურთიერთშელაპარაკებისას, ნაცნობი მამაკაცი - 1986 წელს დაბადებული ი.შ. ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა, ხოლო 1985 წელს დაბადებული ზ.ქ. დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. ზ.ქ. საავადმყოფოშია გადაყვანილი, სადაც შესაბამისი მკურნალობა უტარდება, ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე - მომხდარიდან რამდენიმე საათში დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გაზიარება
მოინახულეს 362-ჯერ
კომენტარები
a1648239081" title="„რუსმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი ბათუმში ბინის მეპატრონეს და დააჭერინა კაცი... ისე, ახია მასეთებისთვის" - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მაია ბაჩანაშვილი?" alt="„რუსმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი ბათუმში ბინის მეპატრონეს და დააჭერინა კაცი... ისე, ახია მასეთებისთვის" - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მაია ბაჩანაშვილი?" />
26-03-2022 00:30
„რუსმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი ბათუმში ბინის მეპატრონეს და დააჭერინა კაცი... ისე, ახია მასეთებისთვის" - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მაია ბაჩანაშვილი?
ვრცლად
Template not found: /templates/reitingi-2/modules/sidebar.tpl