განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა

ქვეყანა ახალი „ლოქდაუნისთვის” ემზადება - რა შეზღუდვები წესდება ოთხშაბათიდან

31-03-2021, 00:00
ავტორი: DailyInfo

ეპიდსიტუაცია უარესდება, რის გამოც შესაძლოა ქვეყანა არცთუ დიდი ხნის წინ მოხსნილ შეზღუდვების რეჟიმში ისევ დაბრუნდეს. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი 1,6%-ს შეადგენდა, ხოლო სამშაბათს 2,19%-ს მიაღწია. დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის თქმით, ეს იმის ნიშანია, რომ ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება. 

„სამწუხაროდ, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უარესდება. დადებითობის მაჩვენებელს საკმაოდ კარგი დინამიკა ჰქონდა, მაგრამ ბოლო ორი კვირის განმავლობაში მცირედ, მაგრამ გაუარესების ტენდენცია გამოჩნდა. განსაკუთრებით დღეს გამოვლენილი ახალი შემთხვევების რაოდენობა ძალიან საყურადღებო მაჩვენებელია. 

„დღიური დადებითობის მაჩვენებელიც გაიზარდა. რა თქმა უნდა, დასახელებული მაჩვენებლები და ეპიდსიტუაცია უკეთესია, ვიდრე გვქონდა თებერვალში, კიდევ უკეთესი ვიდრე იანვარში, მაგრამ ბოლო ორი კვირაა, რაც გაჩნდა გაუარესების ნიშნები და ტენდენცია. იმავეს ვიმეორებთ, რაც გავაკეთეთ აგვისტოში - დავიჯერეთ, რომ გავიმარჯვეთ კორონავირუსულ ინფექციაზე და ამან, შესაძლოა, სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ

ოთხშაბათს უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართება, სადაც სავარაუდოდ სწორედ ამ ტენდენციაზე იმსჯელებენ და გამორიცხული არ არის უკვე გაუქმებული შეზღუდვების ხელახლა ამოქმედების გადაწყვეტილება მიიღონ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ კითხვაზე თუ რა შეზღუდვებზე მიდის მსჯელობა საბჭოში და რა შეზღუდვები შეიძლება დაწესდეს თავიდან, „რეზონანსს" განუცხადა, რომ თუ ეპიდსიტუაცია გაუარესდა, არაა გამორიცხული ყველა შეზღუდვა ისევ უკან დაბრუნდეს. 

„ყველაფერზე, თუ არ დავიცავთ არსებულ რეგულაციებს", - განაცხადა პაატა იმნაძემ. 
პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე და ექსპერტი აკაკი ზოიძე „რეზონანსთან" საუბარში აღნიშნავს, რომ ახლა უკვე მოქალაქეებზეა დამოკიდებული როგორ დაიცავენ რეგულაციებს, თუმცა თუ ეპიდსიტუაცია გაუარესებისკენ წავიდა, შეზღუდვების დაბრუნება გარდაუვალი იქნება.

„მთავარია, რომ კონტროლი გამკაცრდეს იმ რეგულაციებზე, რომლებიც დღესაა - პირბადის ტარება და ფიზიკური დისტანცირება. ახლა მთავარია მოქალაქეები როგორ მოიქცევიან და ჩვენზეა ახლა დამოკიდებული მთავრობას შეძღუდვების დაწესება მოუწევს თუ არა იმიტომ, რომ თუ ასე გაგრძელდა, როგორც დღესაა, სხვა გზა არ დარჩებათ. ისევე, როგორც ევროპაში არ დარჩათ მთავრობებს.

„არავისეხალისება ახალი შეზღუდვების დაწესება იმიტომ, რომ ადამიანებზე და ეკონომიკაზე დამღუპველად მოწმედებს. მაგრამ თუ ასე გაგრძელდა და რეგულაციებს იგნორირება გავუკეთეთ, როგორც სამწუხაროთ ხდება და განსაკუთრებით თბილისის გარეთ, მაშინ მთავრობას უბრალოდ სხვა გზა არ დარჩება. ვაქცინაციის დასრულებამდე, რომელიც ამ შეზღუდვებისგან გათავისუფლების ერთ-ერთი იარაღია, ჯერ კიდევ სამწუხაროდ დიდი დროა დარჩენილი. 
„კარგად უნდა გავიაზროთ, რომ შესაძლოა რამდენიმე დღეში აფეთქდეს, იმიტომ, რომ შემოდგომაზეც ასე მოხდა, თანდათან მოემატა და მერე როგორც კი ერთ დღეს დიდი რაოდენობა ფიქსირდება, ხდება გაორმაგება, გასამმაგება და ა.შ. ეს როდის მოხდება, არავინ იცის, თუ მოქალაქეებმა ისევ და ისევ კეთილგონიერებას არ მოუხმეს და რეგულაციები არ დაიცვეს.

„ამ შემთხვევაში სახელმწიფოსა და მთავრობის როლი ისაა, რომ მოქალაქეებს ყოველ დღე, ყოველ საათს, ყოველ წუთს ამის თაობაზე მაქსიმალურად მოუხმონ. დავარწმუნოთ მოქალაქეები, რომ კორონა არსად არ წასულა. ეს მოწოდებები კი მათ გასაგონად უნდა გამკაცრდეს, ვისაც დღემდე არ სჯერა, რომ კოვიდ-19 არსებობს და ამას ჩვენი ქვეყნისთვის სერიოზული შედეგები აქვს და ამ ვერაგი დაავადების გამო 3700 ადამიანი დაიღუპა," - განაცხადა ზოიძემ.

გაზიარება
მოინახულეს 38 945-ჯერ
კომენტარები
a1648239081" title="„რუსმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი ბათუმში ბინის მეპატრონეს და დააჭერინა კაცი... ისე, ახია მასეთებისთვის" - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მაია ბაჩანაშვილი?" alt="„რუსმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი ბათუმში ბინის მეპატრონეს და დააჭერინა კაცი... ისე, ახია მასეთებისთვის" - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მაია ბაჩანაშვილი?" />
26-03-2022 00:30
„რუსმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი ბათუმში ბინის მეპატრონეს და დააჭერინა კაცი... ისე, ახია მასეთებისთვის" - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მაია ბაჩანაშვილი?
ვრცლად
ქვეყანა ახალი „ლოქდაუნისთვის” ემზადება - რა შეზღუდვები წესდება ოთხშაბათიდან » სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
Template not found: /templates/reitingi-2/modules/menu.tpl
Template not found: /templates/reitingi-2/modules/main-content.tpl
» მნიშვნელოვანი » ქვეყანა ახალი „ლოქდაუნისთვის” ემზადება - რა შეზღუდვები წესდება ოთხშაბათიდან

Template not found: /templates/reitingi-2/modules/sidebar.tpl