განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა

როგორ ყიდიან საქართველოს სამშობიაროებიდან ბავშვებს - სკანდალური ინფორმაცია ერთ-ერთი სამშობიაროდან

3-04-2021, 00:15
ავტორი: DailyInfo

ამ ცოტა ხნის წინ, თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შექ­მნა ჯგუ­ფი "ვე­ძებ“, რომ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბი­თაც ადა­მი­ა­ნებს ბი­ო­ლო­გი­უ­რი ნა­თე­სა­ვე­ბის პოვ­ნა­ში ეხ­მა­რე­ბა და უკვე 30-მდე ოჯა­ხი და­ა­კავ­ში­რა ერ­თმა­ნეთს. მისი თქმით, 1970-2000 წლებ­ში სა­ქარ­თვე­ლოს სამ­შო­ბი­ა­რო­ე­ბი­დან ძა­ლი­ან ბევ­რი ბავ­შვია მო­პა­რუ­ლი და გას­ხვი­სე­ბუ­ლი. ერთ-ერთი ასე­თი სქე­მის მსხვერ­პლია ეკა­ტე­რი­ნე ჭო­ნი­აშ­ვი­ლი, რო­მელ­ზეც დე­დას უთხრეს, - და­ი­ღუ­პაო. მან ბი­ო­ლო­გი­უ­რი ოჯა­ხი მხო­ლოდ 45 წლის შემ­დეგ იპო­ვა

თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძე:
- სიც­რუე აღ­მოჩ­ნდა ის, რომ თით­ქოს ამ­დენ დე­დას უკ­ვდე­ბო­და შვი­ლი. მათ 90%-ს ატყუ­ებ­დნენ, - ბავ­შვი და­ი­ღუ­პა და მას ჩვენ და­ვა­საფ­ლა­ვებ­თო. გა­ირ­კვა, რომ თურ­მე, თბი­ლი­სის არ­ცერთ სამ­შო­ბი­ა­როს თა­ვი­სი სა­საფ­ლაო არ ჰქო­ნია. თუ ბავ­შვი რე­ა­ლუ­რად კვდე­ბო­და, გარ­დაც­ვლილ პა­ტა­რას მშო­ბელს ატან­დნენ. ამის გარ­კვე­ვის შემ­დეგ, დე­დებ­მა იუს­ტი­ცი­ის სახ­ლში და­ი­წყეს და­ბა­დე­ბის მოწ­მო­ბე­ბის, სა­კუ­თა­რი მშო­ბი­ა­რო­ბის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ამო­ნა­წე­რე­ბის მო­ძი­ე­ბა და მი­ვე­დით ძა­ლი­ან მძი­მე ფაქ­ტამ­დე, გა­ირ­კვა, რომ ამ ბავ­შვე­ბის და­ბა­დე­ბი­სა და გარ­დაც­ვა­ლე­ბის მოწ­მო­ბე­ბი არ არ­სე­ბობს. ყვე­ლა­ზე რთუ­ლი აღ­მოჩ­ნდა ის, რომ ეს ქალ­ბა­ტო­ნე­ბი ვერ ამ­ტკი­ცე­ბენ, რომ იმ­შო­ბი­ა­რეს - ამის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი ჩა­ნა­წე­რი არ­სად ფიქ­სირ­დე­ბა. ეს რომ ერ­თე­უ­ლი შემ­თხვე­ვა ყო­ფი­ლი­ყო, ვი­ფიქ­რებ­დით, შეც­დო­მა და­უშ­ვეს, არ ჩა­წე­რეს, მაგ­რამ ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში ათი ათა­სო­ბით დე­დაა, რო­მელ­თაც უთხრეს, რომ შვი­ლი გარ­და­ეც­ვა­ლა და მას სამ­შო­ბი­ა­როს სა­საფ­ლა­ო­ზე დაკ­რძა­ლავ­დნენ, მაგ­რამ ბავ­შვი სად წა­იყ­ვა­ნეს, არა­ვინ იცის. და­ვად­გი­ნეთ ისიც, რომ ეს ბავ­შვე­ბი არი­ან გა­ყი­დუ­ლი და პირ­და­პირ აღ­მზრდე­ლი მშობ­ლე­ბის შვი­ლე­ბად გა­ტა­რე­ბუ­ლი. აქვე უნდა აღი­ნიშ­ნოს ისიც, რომ თა­ვი­დან, როცა ამ ქალ­ბა­ტო­ნებს ვე­სა­უბ­რე­ბო­დით, ყვე­ლა და­ახ­ლო­ე­ბით ერ­თნა­ირ ტექსტს ამ­ბობ­და, - სამ­შო­ბი­ა­რო­ში ჩემი ნა­თე­სა­ვი, ნათ­ლია ან მე­გო­ბა­რი მუ­შა­ობ­და და ამას არ გა­მი­კე­თებ­დაო. აღ­მოჩ­ნდა, რომ სწო­რედ, ახ­ლობ­ლებს უკე­თებ­დნენ. ახ­ლა­ხან გვქონ­და შემ­თხვე­ვა, რო­დე­საც დე­დამ შვი­ლი 38 წლის მერე იპო­ვა. წარ­მოდ­გე­ნაც არ ჰქონ­და, რომ ის შე­იძ­ლე­ბა ცო­ცხა­ლი ყო­ფი­ლი­ყო... არა­და, იმ სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, სა­დაც იმ­შო­ბი­ა­რა, გი­ნე­კო­ლო­გად მისი ნათ­ლია მუ­შა­ობ­და.

- თუ და­უ­კავ­შირ­დით რე­ა­ლურ ადა­მი­ა­ნებს, ვინც იმ პე­რი­ოდ­ში სამ­შო­ბი­ა­რო­ებ­ში მუ­შა­ობ­დნენ?
- დაგ­ვი­კავ­შირ­დნენ კე­თი­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც იმ დროს სამ­შო­ბი­ა­რო­ში მუ­შა­ობ­დნენ და გვი­თხრეს, რომ კვა­ლის არე­ვის მიზ­ნით დე­დას ზოგ­ჯერ იმა­საც კი ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ბიჭი გაჩ­ნდა, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ახალ­შო­ბი­ლი გო­გო­ნა იყო და პი­რი­ქით... არ­სე­ბო­ბენ ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც სა­ჯა­როდ ადას­ტუ­რე­ბენ, რომ სამ­შო­ბი­ა­რო­ებ­ში ბავ­შვე­ბის გა­ყი­ნუ­ლი ცხედ­რე­ბი ჰქონ­დათ. ინა­ხავ­დნენ ქერა და შავგვრე­მან ბავ­შვებს და თუ რო­მე­ლი­მე მშო­ბე­ლი კა­ტე­გო­რი­უ­ლად მო­ი­თხოვ­და შვი­ლის ცხე­დარს, მშობ­ლე­ბის გა­რეგ­ნო­ბის მი­ხედ­ვით არ­ჩევ­დნენ ცხე­დარს და მათ სხვის შვილს ატან­დნენ. იმ ექი­მე­ბი­დან ბევ­რი ცო­ცხა­ლი აღარ არის, მაგ­რამ გვაქვს კონ­ტაქ­ტი იმ ქალ­ბა­ტო­ნებ­თან, რომ­ლე­ბიც სამ­შო­ბი­ა­რო­ებ­ში იმ პე­რი­ოდ­ში მუ­შა­ობ­დნენ. ტყუ­პის სქე­მა ცალ­კე იყო, უამ­რა­ვი ტყუ­პის­ცა­ლია გა­ყი­დუ­ლი. უფრო იმას აშ­ვი­ლებ­დნენ, რო­მე­ლიც შე­და­რე­ბით ჯან­მრთე­ლი იყო. ყვე­ლა სამ­შო­ბი­ა­რო­დან ხდე­ბო­და გაშ­ვი­ლე­ბა, მაგ­რამ მო­წი­ნა­ვე იყო - თბი­ლი­სის პირ­ვე­ლი და მე­ო­რე სამ­შო­ბი­ა­რო­ე­ბი, ასე­ვე, სიღ­ნა­ღის, სე­ნა­კის, რუს­თა­ვის...
- შენს საქ­მე­ში ხომ არ არის სი­ახ­ლე?
- აღ­მოჩ­ნდა, რომ ვარ მო­პა­რუ­ლი და არა გაშ­ვი­ლე­ბუ­ლი. არ ვიცი, რო­მელ სამ­შო­ბი­ა­რო­ში და­ვი­ბა­დე. რო­გორც გა­ვი­გეთ, ბავ­შვი ერთ სამ­შო­ბი­ა­რო­ში იბა­დე­ბო­და, ის შემ­დეგ მე­ო­რე­ში გა­დაჰ­ყავ­დათ და იქე­დან აშ­ვი­ლებ­დნენ.
  • "ბი­ო­ლო­გი­ურ ბე­ბი­ას არ ვუნ­დო­დი, მაგ­რამ გამ­ზრდე­ლი ბე­ბი­ის­თვის ოთხი შვი­ლიშ­ვი­ლი­დან მე ვი­ყა­ვი სა­ფი­ცა­რი"
ეკა­ტე­რი­ნე ჭო­ნი­აშ­ვი­ლი: 
1975 წელს გორ­ში და­ვი­ბა­დე. სა­უ­კე­თე­სო ოჯახ­ში ვიზ­რდე­ბო­დი. ძა­ლი­ან კარ­გი მშობ­ლე­ბი მყავ­და. ექ­ვსი წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც ბი­ძის ოჯახ­ში ვი­ყა­ვი, სა­დაც არა­სა­სურ­ვე­ლად ვიგ­რძე­ნი თავი და ეჭ­ვე­ბი გა­მიჩ­ნდა. დედა ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქალი იყო, მას არა­ვინ მამ­სგავ­სებ­და და თუ ვინ­მე უცხო შეგ­ვხვდე­ბო­და, ყვე­ლა ამ­ბობ­და, - ეს ნა­ნის გო­გოა? რა­ღაც არ ჰგავ­სო. 10 წლის ვი­ყა­ვი, რო­დე­საც მე­ზობ­ლის ბავ­შვმა წა­მო­მა­ძა­ხა, რომ ნაშ­ვი­ლე­ბი ვი­ყა­ვი. იმ პა­ტა­რა ასაკ­ში გა­დავ­წყვი­ტე, რომ რა­ღაც ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი მო­მე­ძი­ე­ბი­ნა. ამ ყვე­ლაფ­რის გარ­კვე­ვა ოჯახ­ში არ მიც­დია, იმ­დე­ნად ბედ­ნი­ე­რად ვგრძნობ­დი თავს და ისე­თი კარ­გი ბავ­შვო­ბა მქონ­და, რომ არ მინ­დო­და, ოჯახ­ში დის­კომ­ფორ­ტი შე­მექ­მნა, ამი­ტომ ნა­თე­სა­ვებს ვე­კი­თხე­ბო­დი. ყვე­ლა თა­ვის ვერ­სი­ას მიყ­ვე­ბო­და, მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ ქარ­თვე­ლი არ ვი­ყა­ვი და რომ მოლ­დო­ვა­დან ჩა­მო­მიყ­ვა­ნეს. ხან ბოშა ვი­ყა­ვი, ხან ებ­რა­ე­ლი, ხან სო­მე­ხი. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ამ გა­ურ­კვევ­ლო­ბა­ში გრძელ­დე­ბო­და. ჩემ­თვის ეს დიდი სტრე­სი იყო, მაგ­რამ ოჯა­ხის წევ­რე­ბი იმ­დე­ნად კარ­გად მექ­ცე­ოდ­ნენ, რომ ბედ­ნი­ე­რი ვი­ყა­ვი იმით, რომ ბავ­შვთა სახ­ლში არ ვიზ­რდე­ბო­დი.
მერე, უკვე სტუ­დენ­ტო­ბის პე­რი­ოდ­ში, როცა შე­იძ­ლე­ბა ვი­ღა­ცას მოვ­წო­ნე­ბო­დი, ეს უკვე ნაკ­ლად მეთ­ვლე­ბო­და. ე.წ. სა­დე­დამ­თი­ლომ წა­მო­მა­ძა­ხა, - სახ­ლში ვერ შე­გიშ­ვებ, იმი­ტომ, რომ ვისი და­წყე­ბულ-დამ­თავ­რე­ბუ­ლი ხარ, არ ვი­ცი­თო. უკვე აქ და­ი­წყო ჩემი სტრე­სუ­ლი ცხოვ­რე­ბა. და­ახ­ლო­ე­ბით, 20 წლის ვიქ­ნე­ბო­დი, რო­დე­საც ჩემი და­წყე­ბი­თი კლა­სის მას­წავ­ლე­ბელ­თან ერ­თად, ჩვენ­თან ვი­ღაც კაცი მო­ვი­და. დე­დას მის და­ნახ­ვა­ზე გული წა­უ­ვი­და, მე ვერ მივ­ხვდი, ვინ იყო, ვიდ­რე დედა მო­ვა­სუ­ლი­ე­რე, ეს კაცი უკვე წა­სუ­ლი დამ­ხვდა. მერე მე­ზობ­ლებ­მა მი­თხრეს, - მა­მა­შე­ნი­აო. არ და­მი­წყია კვლე­ვა. გა­დი­ო­და წლე­ბი. მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ერ­თა­დერ­თი რა­მის გარ­კვე­ვა მინ­დო­და, მა­ინ­ტე­რე­სებ­და, რა ეროვ­ნე­ბის ვი­ყა­ვი. ქარ­თვე­ლი რომ არ ვი­ყა­ვი, ამას ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბო­და. ამა­სო­ბა­ში დედა და­მე­ღუ­პა.
რო­დე­საც თა­მუ­ნა მუ­სე­რი­ძის ამ­ბა­ვი გა­ვი­გე, თა­ნაგ­რძნო­ბის ნიშ­ნად მივ­წე­რე და ჩემი ამ­ბა­ვიც მო­ვუ­ყე­ვი, რათა გა­ე­გო, რომ მარ­ტო არ იყო და მის მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სხვე­ბიც ვი­ყა­ვით. თით­ქოს ბედს შე­ვე­გუე, მაგ­რამ ეს ბოლო ორი თვე ძა­ლი­ან ავ­ფო­რი­აქ­დი და ერთ ნა­თე­სავს ვკი­თხე, ხომ არ იცო­და, სა­ი­დან ვი­ყა­ვი ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი. მან მი­თხრა, - ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი არ ხარ, თუ არ ვცდე­ბი, შენი მშობ­ლე­ბი აქ, თბი­ლის­ში უნდა იყ­ვნენ, მაგ­რამ ქარ­თვე­ლე­ბი არ არი­ა­ნო. ეს რომ გა­ვი­გე, ვი­ფიქ­რე, თუ ჩემი მშობ­ლე­ბი თბი­ლის­ში არი­ან, მე კი შვი­ლი მეზ­რდე­ბა და არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რამე გა­დაკ­ვე­თა მოხ­დეს-მეთ­ქი. სას­წრა­ფოდ და­ვუ­კავ­შირ­დი ერთ ნა­თე­სავს, რო­მელ­მაც მი­თხრა, - შენი მშობ­ლე­ბი კა­ხე­თი­დან არი­ან, ბე­ბი­ას არ უნ­დო­და, რომ გა­ჩე­ნი­ლი­ყა­ვი და შენ­თვის სხვა მშობ­ლე­ბი იპო­ვაო. თურ­მე, გამ­ზრდელ დე­დას უთხრეს, რომ ბავ­შვი დე­დამ მი­ა­ტო­ვა, ბი­ო­ლო­გი­ურ მშო­ბელს კი მო­ა­ტყუ­ეს, რომ ბავ­შვი და­ი­ღუ­პა. წლე­ბის მერე ის ბე­ბია ჩა­მო­ვი­და და შენს თავს ითხოვ­დაო. ეს ინ­ფორ­მა­ცია თა­მუ­ნამ ჯგუფ­ში გა­მო­აქ­ვეყ­ნა. მე­ო­რე დღეს და­მი­კავ­შირ­და ჯგუ­ფის ად­მი­ნის­ტრა­ტო­რი და მი­თხრა, რომ დე­დის მხრი­დან ბი­ძაშ­ვი­ლე­ბი მე­ძებ­დნენ. შოკ­ში ჩავ­ვარ­დი, არას­დროს მი­ფიქ­რია, რომ ქარ­თვე­ლი ვი­ყა­ვი. პირ­ვე­ლად ბი­ძაშ­ვილ­მა და­მი­რე­კა და კა­მე­რა­ში რომ და­ვი­ნა­ხე, ისე­თი შეგ­რძნე­ბა მქონ­და, ვერ აღვწერ. ვუ­ყუ­რებ­დი, უცხო იყო, მაგ­რამ თან ძა­ლი­ან ჩე­მი­ა­ნი. ბი­ძაშ­ვი­ლებს იმ­დე­ნად ვგა­ვარ, ში­შიც კი მი­პყრობს, მე ხომ არას­დროს არა­ვის ვგავ­დი. მათ, ყვე­ლას, გარ­დაც­ვლი­ლი ვე­გო­ნე, მხო­ლოდ მა­მამ იცო­და, რომ ცო­ცხა­ლი ვი­ყა­ვი.
რო­გორც მა­მამ მი­ამ­ბო, ბე­ბი­ას არ მოს­წონ­და სიძე, დე­დის მხა­რე არ მა­ლავს იმას, რომ ბე­ბია თა­ვი­სე­ბუ­რი ქალი იყო. ყვე­ლას თა­ვის ჭკუ­ა­ზე ატ­რი­ა­ლებ­და. რო­დე­საც დედა მა­მა­ჩემს გაჰ­ყვა ცო­ლად, ბე­ბი­ას რამ­დენ­ჯერ­მე უც­დია მათი ოჯა­ხის დან­გრე­ვა. დედა არ უჯე­რებ­და, თუმ­ცა ორ­სუ­ლო­ბის ბოლო თვე­ებ­ში ბე­ბი­ას მა­ინც და­უ­თან­ხმე­ბია, უთ­ქვამს, - რომ იმ­შო­ბი­ა­რებ, ცოტა ხანს ჩემ­თან იყა­ვი, მე გი­პატ­რო­ნე­ბო...
მა­მას­გან ვიცი, რომ ბე­ბი­ამ დედა გორ­ში წა­იყ­ვა­ნა სამ­შო­ბი­ა­როდ, იქი­დან კი ბავ­შვის გა­რე­შე დაბ­რუნ­დნენ, თქვეს, - და­ი­ღუ­პაო. თურ­მე ბე­ბია მა­ნამ­დე ჩა­სუ­ლა გორ­ში და ეს ოჯა­ხი მო­უ­ძებ­ნია, რომ ბავ­შვი სარ­ფი­ა­ნად გა­ეს­ხვი­სე­ბი­ნა.
მამა დე­დას არ შე­რი­გე­ბია, თუმ­ცა ერ­თმა­ნე­თი უყ­ვარ­დათ და ჩუ­მად ხვდე­ბოდ­ნენ, ამა­სო­ბა­ში დედა მე­ო­რე ბავ­შვზე და­ორ­სულ­და. ბე­ბი­ამ ისევ წა­იყ­ვა­ნა სამ­შო­ბი­ა­როდ, მაგ­რამ დე­დამ გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვი გა­ა­ჩი­ნა, თვი­თო­ნაც სის­ხლი მო­ე­წამ­ლა და მშო­ბი­ა­რო­ბას გა­დაჰ­ყვა.
მე რომ სკო­ლა­ში შე­ვე­დი, აღ­მოჩ­ნდა, ჩემი მას­წავ­ლე­ბე­ლი, რო­მე­ლიც წარ­მო­შო­ბით კა­ხე­თი­დან იყო, ჩემს მშობ­ლებს იც­ნობ­და, ამ ქალს მა­მის­თვის უთ­ქვამს, ჩემს კლას­ში ერთი გოგო მო­იყ­ვა­ნეს, ზედ­გა­მოჭ­რი­ლი მა­რი­ნე­აო (დე­და­ჩე­მი). ოჯახს ის ბავ­შვი ნაშ­ვი­ლე­ბი ჰყავს, წა­მო­დი, ნახე, იქ­ნებ, შენი შვი­ლი ცო­ცხა­ლი­აო. მა­მას არ და­უ­ჯე­რე­ბია, მერე სხვა შეხ­ვედ­რია და იმა­საც იგი­ვე უთ­ქვამს... მამა მარ­თლაც ჩა­მო­სუ­ლა ჩემს სა­ნა­ხა­ვად და ამის შემ­დეგ თურ­მე მთე­ლი ცხოვ­რე­ბა ჩუ­მად დამ­ყვე­ბო­და, ყვე­ლა ჩემი სამ­სა­ხუ­რი იცო­და... 2008 წლის ომის შემ­დეგ გო­რი­დან წა­მო­ვე­დი და მა­მა­მაც ჩემი კვა­ლი და­კარ­გა.
მად­ლო­ბა უფალს, რომ ბავ­შვთა სახ­ლში არ აღ­მოვ­ჩნდი. სამი ათას მა­ნე­თად მი­ყი­დეს ჩემ­მა მშობ­ლებ­მა. სა­ოც­რად კარ­გი დედა მყავ­და. ბი­ო­ლო­გი­ურ ბე­ბი­ას არ ვუნ­დო­დი, მაგ­რამ გამ­ზრდე­ლი ბე­ბი­ის­თვის ოთხი შვი­ლიშ­ვი­ლი­დან მე ვი­ყა­ვი სა­ფი­ცა­რი.

გაზიარება
მოინახულეს 2 464-ჯერ
კომენტარები
როგორ ყიდიან საქართველოს სამშობიაროებიდან ბავშვებს - სკანდალური ინფორმაცია ერთ-ერთი სამშობიაროდან » სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
Template not found: /templates/reitingi-2/modules/menu.tpl
Template not found: /templates/reitingi-2/modules/main-content.tpl
» მნიშვნელოვანი » როგორ ყიდიან საქართველოს სამშობიაროებიდან ბავშვებს - სკანდალური ინფორმაცია ერთ-ერთი სამშობიაროდან

Template not found: /templates/reitingi-2/modules/sidebar.tpl