განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა

23 წლის მამაკაცმა, დეიდა სასიკვდილოდ დაჭრა - მომხდარის შესახებ სკანდალური დეტალები ვრცელდება

13-04-2021, 00:21
ავტორი: DailyInfo

დაკავებულია 23 წლის მამაკაცი, რომელმაც 9 აპრილს, სავარაუდოდ, საკუთარი დეიდა ცივი იარაღით დაჭრა. როგორც „რეზონანსთან“ მეზობლები საუბრობენ, დეიდა დის შვილს შორის კონფლიქტის მიზეზი ქონების გაყოფა გახდა. 

ფაქტს წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცმა დეიდას ზურგიდან გულმკერდის მხარეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ქალის მდგომარეობა თავდაპირველად მძიმე იყო, თუმცა მისი გადარჩენა მედიკოსებმა შეძლეს. მამაკაცი მეზობლების ინფორმაციით, რამდენჯერმე არის ნასამართლევი. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ პოლიციამ 2-დღიაანი ძებნის შემდეგ  დააკავა. 
„დავა ქონების გამო ჰქონდათ. ეს ბიჭი ამბობდა, რომ მისი იყო და შუაზე უნდა გაეყოთ. არ ვიცით ზუსტად რა მოხდა. სავარაუდოდ, დეიდას სახლში მიაკითხა და ამაზე იდავეს. ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა და შემდეგ დანით ზურგიდან მიპარვით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 

“ეს ბიჭი ადრეც ნასამართლევი იყო და რა ვიცი, მისგან გასაკვირი არც არაფერია. დეიდის გადაყვანა მალევე მოხდა და ექიმების დამსახურებით გადარჩა. დაჭრილს გონება არ დაუკარგავს და თავად განაცხადა, რომ დიშვილმა დაჭრა. ადგილიდან მიიმალა, მაგრამ პოლიციამ დააკავა. ქალის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია“,-ამბობს მეზობელი. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კი ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აპრილს, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1967 წელს დაბადებული ნ.შ. ცივი იარაღის გამოყენებით ზურგის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ ლ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავა. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს," - ნათქვამია განცხადებაში. 

გაზიარება
მოინახულეს 746-ჯერ
კომენტარები
a1648239081" title="„რუსმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი ბათუმში ბინის მეპატრონეს და დააჭერინა კაცი... ისე, ახია მასეთებისთვის" - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მაია ბაჩანაშვილი?" alt="„რუსმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი ბათუმში ბინის მეპატრონეს და დააჭერინა კაცი... ისე, ახია მასეთებისთვის" - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მაია ბაჩანაშვილი?" />
26-03-2022 00:30
„რუსმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი ბათუმში ბინის მეპატრონეს და დააჭერინა კაცი... ისე, ახია მასეთებისთვის" - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მაია ბაჩანაშვილი?
ვრცლად
23 წლის მამაკაცმა, დეიდა სასიკვდილოდ დაჭრა - მომხდარის შესახებ სკანდალური დეტალები ვრცელდება » სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
Template not found: /templates/reitingi-2/modules/menu.tpl
Template not found: /templates/reitingi-2/modules/main-content.tpl
» მნიშვნელოვანი » 23 წლის მამაკაცმა, დეიდა სასიკვდილოდ დაჭრა - მომხდარის შესახებ სკანდალური დეტალები ვრცელდება

23 წლის მამაკაცმა, დეიდა სასიკვდილოდ დაჭრა - მომხდარის შესახებ სკანდალური დეტალები ვრცელდება

23 წლის მამაკაცმა, დეიდა სასიკვდილოდ დაჭრა - მომხდარის შესახებ სკანდალური დეტალები ვრცელდება
13-04-2021, 00:21
ავტორი: DailyInfo

დაკავებულია 23 წლის მამაკაცი, რომელმაც 9 აპრილს, სავარაუდოდ, საკუთარი დეიდა ცივი იარაღით დაჭრა. როგორც „რეზონანსთან“ მეზობლები საუბრობენ, დეიდა დის შვილს შორის კონფლიქტის მიზეზი ქონების გაყოფა გახდა. 

ფაქტს წინ სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა, რა დროსაც ახალგაზრდა მამაკაცმა დეიდას ზურგიდან გულმკერდის მხარეს რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ქალის მდგომარეობა თავდაპირველად მძიმე იყო, თუმცა მისი გადარჩენა მედიკოსებმა შეძლეს. მამაკაცი მეზობლების ინფორმაციით, რამდენჯერმე არის ნასამართლევი. ის შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, მაგრამ პოლიციამ 2-დღიაანი ძებნის შემდეგ  დააკავა. 
„დავა ქონების გამო ჰქონდათ. ეს ბიჭი ამბობდა, რომ მისი იყო და შუაზე უნდა გაეყოთ. არ ვიცით ზუსტად რა მოხდა. სავარაუდოდ, დეიდას სახლში მიაკითხა და ამაზე იდავეს. ჯერ სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა და შემდეგ დანით ზურგიდან მიპარვით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. 

“ეს ბიჭი ადრეც ნასამართლევი იყო და რა ვიცი, მისგან გასაკვირი არც არაფერია. დეიდის გადაყვანა მალევე მოხდა და ექიმების დამსახურებით გადარჩა. დაჭრილს გონება არ დაუკარგავს და თავად განაცხადა, რომ დიშვილმა დაჭრა. ადგილიდან მიიმალა, მაგრამ პოლიციამ დააკავა. ქალის მდგომარეობაც დამაკმაყოფილებელია“,-ამბობს მეზობელი. 
შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კი ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1995 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ლ.კ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.

უწყების ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 9 აპრილს, ბათუმში, ურთიერთშელაპარაკებისას, 1967 წელს დაბადებული ნ.შ. ცივი იარაღის გამოყენებით ზურგის არეში დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი ქალი სამედიცინო დაწესებულებაში მოათავსეს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

პოლიციამ ლ.კ. მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ბათუმში დააკავა. ნივთმტკიცების სახით ამოღებულია დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა. განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს," - ნათქვამია განცხადებაში. 

გაზიარება
მოინახულეს 746-ჯერ
კომენტარები
a1648239081" title="„რუსმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი ბათუმში ბინის მეპატრონეს და დააჭერინა კაცი... ისე, ახია მასეთებისთვის" - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მაია ბაჩანაშვილი?" alt="„რუსმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი ბათუმში ბინის მეპატრონეს და დააჭერინა კაცი... ისე, ახია მასეთებისთვის" - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მაია ბაჩანაშვილი?" />
26-03-2022 00:30
„რუსმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი ბათუმში ბინის მეპატრონეს და დააჭერინა კაცი... ისე, ახია მასეთებისთვის" - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მაია ბაჩანაშვილი?
ვრცლად
Template not found: /templates/reitingi-2/modules/sidebar.tpl