განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა

„ყვიროდნენ - გვხოცავენ, ამათიო...“ - შეიარაღებული დაპირისპირების დეტალები

16-05-2021, 23:20
ავტორი: DailyInfo

ორმხრივი სროლა თბილისში - კვირას შუადღისას, დაახლოებით ორის ნახევარზე ხუდადოვის და მანჯგალაძის ქუჩის კვეთაზე გაჩერებულ ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. თვითმხილველები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მანქანაში 3 ადამიანი იჯდა. მას დიდი სისწრაფით მომავალი მანქანა მოუახლოვდა და ცეცხლი გაუხსნა, ხოლო გაჩერებული ავტომობილიდან საპასუხო სროლის ხმა გაისმა. მათივე ინფორმაციით, სროლის შედეგად, სავარაუდოდ, ავტომობილში მჯდომთაგან ერთ-ერთი დაშავდა. 
როდესაც სროლის ხმაზე ადგილობრივები ქუჩაში გამოვიდნენ, დაინახეს, რომ დაზიანებული ავტომობილი შემთხვევის ადგილიდან გაჰყავდათ. მათ გაუჩნდათ ეჭვი, რომ ეს ე.წ. კრიმინალურ ჯგუფებს შორს გარჩევა იყო, რომლებმაც პოლიციისგან თავის არიდების მიზნით ფაქტის დამალვა სცადეს. 
„ორის ნახევარი იყო, სროლის ხმა გავიგონეთ. გაჩერებულ ავტომობილს თავს დაესხნენ სხვა ავტომობილიდან და სროლა დაუწყეს. ისმოდა ყვირილი - გვხოცავენ, ამათიო... არ ვიცი რამდენჯერს ისროლეს. რამდენიმე გასროლის ხმა გავიგეთ. 
„გამოვედით გარეთ და ეს დაზიანებული ავტომობილი უკვე მიჰყავდათ. თქვეს, რომ ერთ-ერთი დაიჭრა. არ ვიცი ვინ იყვნენ, ზუსტად ვერავინ ვიცანი, მაგრამ ე.წ. კრიმინალურ ჯგუფებს შორის გარჩევა იყო. ამბობენ, რომ ავტომობილში მსხდომებიც ისროდნენ. ანუ ორმხრივი სროლა იყო. ავტომობილის მძღოლიაო დაჭრილი კი თქვეს. მეტი ჩვენც არაფერი ვიცით“, - უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი. 
პოლიციამ ადგილობრივი აფთიაქიდან სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებუბული კადრები ამოიღო. თუმცა აფთიაქი მომხდარი ადგილიდან არც ისე ახლოსაა და ძნელი სათქმელია, შესაძლებელია თუ არა ამ ჩანაწერით თავდამსხმელების იდენტიფიცირება.

გაზიარება
მოინახულეს 2 837-ჯერ
კომენტარები
a1648239081" title="„რუსმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი ბათუმში ბინის მეპატრონეს და დააჭერინა კაცი... ისე, ახია მასეთებისთვის" - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მაია ბაჩანაშვილი?" alt="„რუსმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი ბათუმში ბინის მეპატრონეს და დააჭერინა კაცი... ისე, ახია მასეთებისთვის" - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მაია ბაჩანაშვილი?" />
26-03-2022 00:30
„რუსმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი ბათუმში ბინის მეპატრონეს და დააჭერინა კაცი... ისე, ახია მასეთებისთვის" - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მაია ბაჩანაშვილი?
ვრცლად
„ყვიროდნენ - გვხოცავენ, ამათიო...“ - შეიარაღებული დაპირისპირების დეტალები » სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
Template not found: /templates/reitingi-2/modules/menu.tpl
Template not found: /templates/reitingi-2/modules/main-content.tpl
» მნიშვნელოვანი » „ყვიროდნენ - გვხოცავენ, ამათიო...“ - შეიარაღებული დაპირისპირების დეტალები

„ყვიროდნენ - გვხოცავენ, ამათიო...“ - შეიარაღებული დაპირისპირების დეტალები

„ყვიროდნენ - გვხოცავენ, ამათიო...“ - შეიარაღებული დაპირისპირების დეტალები
16-05-2021, 23:20
ავტორი: DailyInfo

ორმხრივი სროლა თბილისში - კვირას შუადღისას, დაახლოებით ორის ნახევარზე ხუდადოვის და მანჯგალაძის ქუჩის კვეთაზე გაჩერებულ ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. თვითმხილველები „რეზონანსთან“ ყვებიან, რომ მანქანაში 3 ადამიანი იჯდა. მას დიდი სისწრაფით მომავალი მანქანა მოუახლოვდა და ცეცხლი გაუხსნა, ხოლო გაჩერებული ავტომობილიდან საპასუხო სროლის ხმა გაისმა. მათივე ინფორმაციით, სროლის შედეგად, სავარაუდოდ, ავტომობილში მჯდომთაგან ერთ-ერთი დაშავდა. 
როდესაც სროლის ხმაზე ადგილობრივები ქუჩაში გამოვიდნენ, დაინახეს, რომ დაზიანებული ავტომობილი შემთხვევის ადგილიდან გაჰყავდათ. მათ გაუჩნდათ ეჭვი, რომ ეს ე.წ. კრიმინალურ ჯგუფებს შორს გარჩევა იყო, რომლებმაც პოლიციისგან თავის არიდების მიზნით ფაქტის დამალვა სცადეს. 
„ორის ნახევარი იყო, სროლის ხმა გავიგონეთ. გაჩერებულ ავტომობილს თავს დაესხნენ სხვა ავტომობილიდან და სროლა დაუწყეს. ისმოდა ყვირილი - გვხოცავენ, ამათიო... არ ვიცი რამდენჯერს ისროლეს. რამდენიმე გასროლის ხმა გავიგეთ. 
„გამოვედით გარეთ და ეს დაზიანებული ავტომობილი უკვე მიჰყავდათ. თქვეს, რომ ერთ-ერთი დაიჭრა. არ ვიცი ვინ იყვნენ, ზუსტად ვერავინ ვიცანი, მაგრამ ე.წ. კრიმინალურ ჯგუფებს შორის გარჩევა იყო. ამბობენ, რომ ავტომობილში მსხდომებიც ისროდნენ. ანუ ორმხრივი სროლა იყო. ავტომობილის მძღოლიაო დაჭრილი კი თქვეს. მეტი ჩვენც არაფერი ვიცით“, - უყვება „რეზონანსს“ ერთ-ერთი ადგილობრივი. 
პოლიციამ ადგილობრივი აფთიაქიდან სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებუბული კადრები ამოიღო. თუმცა აფთიაქი მომხდარი ადგილიდან არც ისე ახლოსაა და ძნელი სათქმელია, შესაძლებელია თუ არა ამ ჩანაწერით თავდამსხმელების იდენტიფიცირება.

გაზიარება
მოინახულეს 2 837-ჯერ
კომენტარები
a1648239081" title="„რუსმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი ბათუმში ბინის მეპატრონეს და დააჭერინა კაცი... ისე, ახია მასეთებისთვის" - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მაია ბაჩანაშვილი?" alt="„რუსმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი ბათუმში ბინის მეპატრონეს და დააჭერინა კაცი... ისე, ახია მასეთებისთვის" - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მაია ბაჩანაშვილი?" />
26-03-2022 00:30
„რუსმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი ბათუმში ბინის მეპატრონეს და დააჭერინა კაცი... ისე, ახია მასეთებისთვის" - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მაია ბაჩანაშვილი?
ვრცლად
Template not found: /templates/reitingi-2/modules/sidebar.tpl