განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა

კრიტიკულად მნიშვნელოვანი კვირა - შეზღუდვების დაწესების სავარაუდო თარიღი ცნობილია

1-08-2021, 23:50
ავტორი: DaiLyInfo

მთავრობა სერიოზულად განიხილავს შეზღუდვების დაწესების შესაძლებლობას და ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, ამ გადაწყვეტილების მიღების თვალსაზრისით მომავალი კვირა კრიტიკულად მნიშვნელოვანი იქნება. გაბუნია აცხადებს, რომ შეზღუდვების დაწესება კრიტიკული მაჩვენებლის დაფიქსირების შემთხვევაში მოხდება. რა კონკრეტულ მაჩვენებელზეა საუბარი, ამ დროისთვის ჯერ პასუხი სპეციალისტებს არ აქვთ, თუმცა საუბრობენ იმ შეზღუდვებზე, რომლებიც შესაძლოა დაწესდეს, ან გამკაცრდეს. 

„ვფიქრობ, ჯერჯერობით ყველაზე მნიშვნელოვანი არსებული რეგულაციების აღსრულება და ვაქცინაციის სწრაფი წარმართვაა. უნდა დავაკვირდეთ როგორი ტემპით განვითარდება მოვლენები. 8 ათასამდე სწოლი არის ის რაოდენობა, რაც ჯანდაცვის სექტორმა შეიძლება გამოყოს. 

„ჩვენი გამოცდილებით, ერთდროულად 34-35 ათასი აქტიური შემთხვევა იმართა ნოემბერ-დეკემბრეში. შემდეგ არსებობს გარკვეული რეზერვი, თუმცა გართულდება მართვის პროცესი. ამ გადაწყვეტილების მისაღებად მომდევნო ერთი კვირა იქნება კრიტიკული“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლადო კახაძე აღნიშნავს, რომ მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კონკრეტული მაჩვენებელი, რის იქითაც შეზღუდვებს შემოიღებენ, განსაზღვრული არაა. 

„პარლამენტმა აღმასრულებელ ხელისუფლებას სრული დელეგირება მივეცით, რომ ოპერატიული მდგომარეობიდან გამომდინარე მართოს სიტუაცია. ამიტომ იმ ნორმატიული აქტით, რომელიც აღმასრულებელ ხელისუფლებას ამის საშუალებას აძლევს, ისინი შესთავაზებენ და საბჭოზე განიხილება, თუ როგორი მაჩვენებელი იქნება, რომლის ზემოთაც ამ პროცესის კონტროლიდან გასვლის შემთხვევაში რაღაც შეზღუდვები იქნება საჭირო. ამას თვითონ დაადგენენ და მოსახლეობას მერე ამცნობენ. 

რამდენადაც ვიცი, ამ წუთას რაღაც ასეთი გარკვეული თამასა დადებული არაა, მაგრამ საკოორდინაციო საბჭოზე ეპიდემიოლოგების, ინფექციონისტების, მმართველობის სისტემის სხვა ნაწილის, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სამინისტროს მიერ იქნება შემუშავებული. 
„რამდენადაც საქმის კურსში ვარ, საუბარი შეზღუდვებზე კი არაა, საუბარია იმ ნორმების გამკაცრებაზე, რომლებიც ისედაც დაწესებული გვაქვს. ორი მიმართულებით მივდივართ - მასობრივი აცრა, რომელიც უკვე დაწყებულია და 15 ათასზე ავიდა, რაც ძალიან კარგი ნაბიჯია, იქმნება დამატებითი ადგილები, სადაც წინასწარი რეგისტრაციის გარეშეც შეუძლება. გამახვილდა ყურადღება პედაგოგების მიმართ, რომელსაც ურიგოდ მოემსახურებიან, რომ სასწავლო პროცესს უფრო მომზადებულები შევხვდეთ. 
„სამედიცინო უნივერსიტეტმა შესანიშნავი ფართი გამოყო, სადაც დღეში 2 ათასი ადამიანის აცრა კომფორტულ და უსაფრთხო გარემოში თავისუფლად იქნება შესაძლებელი. რაიონებში და სოფლებში მოსახლეობა მასიურად იცრება. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანებს შეეძლებათ მომსახურება ბინაზე მიიღონ. ვაქცინები დაუბრკოლებლად შემოდის. მოსახლეობა ვაქცინის სარგებელს თვითონაც გრძნობს. 
„ის დაწესებული ნორმები მკაცრად უნდა დავიცვათ. თითო ადამიანს თითო პოლიციელს ვერ დაუნიშნავ. ვიცით, რომ დელტა შტამი უფრო ადვლად გადადის და ასაკითაც ქვევით ჩამოვიდა. თხოვნა გვაქვს თავყრილობებს მოვერიდოთ, ნიღაბს ნუ ჩამოვიხსნით არა მხოლოდ დახურულ სივრცეში, არამედ თუ თავშეყრის ადგილზე 5-6 კაცი იქნება, ეს ავტობუსის გაჩერებაა თუ პატარა თავყრილობა. ასევე საჭიროა ხელების ხშირი დაბანა, ადგილების დეზინფექცია, აირაცია. 
„ადამიანს, რომელიც გერმანიაში, საფრანგეთში და ინგლისში ჩადის, უმოწმებენ თუ რამდენჯერაა აცრილი. თუ ეს ორჯერადია, უპირატესობა ენიჭება. გამკაცრებაში ჩაითვლება ის, რომ მიუხედავად ერთჯერადი აცრილობისა ჩვენთან შემომსვლელს სწრაფი ტესტი ჩაუტარდება,“ - განაცხადა კახაძემ. 
ეპიდემიოლოგი ირაკლი ხმალაძე კი „რეზონანსთან“ აცხადებს, რომ შეზღუდვების დაბრუნება ძირითადად მძიმე პაციენტების რაოდენობის ზრდაზე იქნება დამოკიდებული და იმაზეც, გაცდება თუ არა ყოველდღიური ახალი შემთხვევების რაოდენობა 3500-ს. 
„რა მაჩვენებელზეა საუბარი, ჯერ ბოლომდე შეთანხმებული არაა. ყველაფერი ძირითადად დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ როგორ გაუმკლავდება ჯანდაცვის სისტემა მოზღვავებულ პაციენტებს. ლაპარაკია იმ რაოდენობაზე, როდესაც მძიმე პაციენტებისთვისაც აღარ იქნება ადგილი საავადმყოფოში, ანუ თუ უკვე საველე ჰოსპიტლების მოწყობა გახდება საჭირო. ზუსტად არ ვიცი, მაგრამ ალბათ ეს მოხდება უკვე, როცა ყოველდღიურად ახალი შემთხვევები 3500-ზე მეტი იქმება.

„მეორე მომენტი ისაა, რომ თუ გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა მეტი იქნება, ეს ძალიან კარგია. შეზღუდვების დაწესება უფრო მძიმე პაციენტების რაოდენობაზეა დამოკიდებული, ვიდრე საერთო რაოდენობაზე. თუ პაციენტი მძიმეა, ის კლინიკაში დასაწვენია, ადგილს დაიკავებს და ეს უკვე პრობლემაა.

ზუსტად არ ვიცი რა შეზღუდვებზეა ლაპარაკი, მაგრამ ფაქტია, რომ ალბათ პირველ რიგში ისევ და ისევ საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ადამიანთა ყოფნა შეიზღუდება, ასევე მიმოსვლასთან დაკავშირებით საზღვარზე ტესტირება სავალდებულო იქნება. ჩემის აზრით, ეს აუცილებელია და აქამდეც უნდა მომხდარიყო. პირბადის ტარება კატეგორიული უნდა გახდეს, რადგან ძალიან ბევრს უკვე აღარ უკეთია და უნდა ეკეთოთ არა მხოლოდ დახურულ, არამედ ღია სივრცეშიც, ამის მონიტორინგი ალბათ ისევ შსს-ს მხრიდან იქნება, რომელიც ასეთ ადამიანს დააჯარიმებს. თავის დროზე ავტომობილში ღვედს არავინ იკეთებდა, მაგრამ როგორც კი ერთი ადამიანი დაჯარიმდა, მდგომარეობა გამოსწორდა. არაა ძნელი, რომ ადამიანმა პირბადე გაიკეთოს. თუ სამედიცინო დასკვნა ექნება, რომ მისთვის პირბადე არ შეიძლება, მაშინ კი, მაგრამ როცა ახალგაზრდა მოდის და პირბადე მკლავზე უკეთია, ეს უკვე სწორი არაა.
„არაა გამორიცხული, რომ ახალი წესების მოფიქრებაც მოხდეს - ჯარიმა გამოეწეროს არ მხოლოდ დაწესებულებაში მყოფ ადამიანს, არამედ იმ დაწესებულების პატრონსაც, რომელიც ასეთ ადამიანებს უშვებს. მარტო გარეთ იმის გაკვრა, რომ პირბადის გარეშე ნუ შემოხვალთო, ეტყობა საკმარისი არაა,“ - განაცხადა ხმალაძემ.

გაზიარება
მოინახულეს 7 126-ჯერ
კომენტარები
a1648239081" title="„რუსმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი ბათუმში ბინის მეპატრონეს და დააჭერინა კაცი... ისე, ახია მასეთებისთვის" - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მაია ბაჩანაშვილი?" alt="„რუსმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი ბათუმში ბინის მეპატრონეს და დააჭერინა კაცი... ისე, ახია მასეთებისთვის" - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მაია ბაჩანაშვილი?" />
26-03-2022 00:30
„რუსმა ქალმა სექსუალურ შევიწროებაში დასდო ბრალი ბათუმში ბინის მეპატრონეს და დააჭერინა კაცი... ისე, ახია მასეთებისთვის" - რა საგანგაშო ინფორმაციას ავრცელებს მაია ბაჩანაშვილი?
ვრცლად
კრიტიკულად მნიშვნელოვანი კვირა - შეზღუდვების დაწესების სავარაუდო თარიღი ცნობილია » სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
Template not found: /templates/reitingi-2/modules/menu.tpl
Template not found: /templates/reitingi-2/modules/main-content.tpl
» მნიშვნელოვანი » კრიტიკულად მნიშვნელოვანი კვირა - შეზღუდვების დაწესების სავარაუდო თარიღი ცნობილია

Template not found: /templates/reitingi-2/modules/sidebar.tpl