განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა

უნდა ვთქვათ სიმართლე, ხალხს ვერ მოვატყუებთ - ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი

18-08-2021, 00:02
ავტორი: DaiLyInfo

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც ექიმი წერს, აცრის ადგილები, თავშეყრის ადგილებად გადაიქცა და გაუფრთხილებლობის შემთხვევაში ვირუსის გადაცემის მაღალ რისკს შეიცავს.

ექიმი მოქალაქეებს მიმართავს, ამცრელ პუნქტებში განსაკუთრებული სიფრთხილე დაიცვან.

"აუცილებლად წასაკითხი!
მოგეხსენებათ, აცრას ალტერნატივა არა აქვს, მაგრამ უნდა ვთქვათ ყოველთვის სიმართლე, რადგან ვიყოთ მართლები მოქალაქეთა წინაშე და დროულადაც გავაფრთხილოთ.
ბოლო დროს, არცთუ იშვიათია ასეთი ფაქტი - აცრიდან 4-5 დღის შემდეგ იწყება დაავადება. გუშინაც მომმართა მეგობრის მეუღლემ, რომ განსაკუთრებით იცავდა თავს, აიცრა და 4დღეში დაეწყო სიცხე, რომელიც ჩათვალა აცრის გართულებად, თუმცა შემდგომში მოუმატა და სავარაუდოდ, დაეწყო COVID-19. ასეთ დროს, დაავადების დაწყებას უკავშირებენ აცრას. ჯერ ერთი, აცრის გვერდითი მოვლენა, ტემპერატურის მომატება იცის მხოლოდ პირველივე დღეს და მაქსიმუმ 2 დღეს გაგრძელდეს და ახლა მთავარი მიზეზი, რატომ იწყება დაავადება აცრის შემდეგ; ვაქცინაციის რაოდენობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, გამოყოფილი იქნა დიდი ფართები, ბევრი ვაქცინაციის კაბინეტებით. სამწუხაროდ, ასეთი ფართების კონტროლს სამედიცინო პერსონალი სრულად ვერ ახერხებს. ნუ გაგიკვირდებათ და ნურც გაბრაზდებით! ფართის მაკონტროლებლები კი არა, უშუალოდ ამცრელი ექთნები, ექიმები და მეთვალყურეებიც ჭირს, მიუხედავად ნორმალური ანაზღაურებისა. ამიტომ, ასეთი აცრის ადგილები გადაიქცა ჩვეულებრივ თავშეყრის ადგილებად და გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, ვირუსის გადადების მაღალ რისკს შეიცავს. თუმცა შეიძლება გაფრთხილებაც:
1. მიუხედავად იმისა, რომ შეგიძლიათ აიცრათ დაურეგისტრირებლად, შეეცადეთ დარეგისტრირდეთ და თქვენ დროზე მხოლოდ 10 წუთით ადრე მიხვიდეთ ასაცრელ ადგილას.
2. არ მოგერიდოთ მოქალაქეობრივი პიზიციის გამოჩენის! დაიცავით რეგულაციის 2 უმთავრესი პრინციპი და სხვასაც მოუწოდეთ მისი დაცვა - სწორად გაკეთებული პირბადე და დისტანცია. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ვერ გავწვდებით მთლიან კონტროლს და მხოლოდ თქვენი დახმარებით შევძლებთ ამას.
3. მაქსიმალურად შეამცირეთ საუბრები აცრების დალოდებისას სხვასთან (რეგულაციის მოწოდებას არ ეხება). ყველაზე დიდი რაოდენობით და ალბათობით, ჩვენი ნერწყვის წვეთები სწორედ საუბრისას გადაეცემა სხვას, ვირუსთან ერთად. ეს იმდენად ნათელი გახდა ჩემთვის, რომ მეგობრებთან ურთიერთობის მომეტებულად მოყვარული (განსაკუთრებით სუფრის საშუალებით!) კაციც, რომ წარმოვიდგენ რა ირიგაცია ხდება სუფრაზე სადღეგრძელოს თქმისას - ურთიერთობის სურვილიც მეკარგება. თანაც, რაც უფრო მგზნებარე და გრძელია სადღეგრძელო, მით მეტი რისკის ქვეშაა თანამეინახეები.
4. შეეცადეთ, ვაქცინაციისთვის პირველ რიგში დარეგისტრირდეთ კლინიკებში და სხვა შეზღუდულ ფართებში.
კიდევ ვიმეორებ: ვაქცინაციას არა აქვს ალტერნატივა და შინაგანი დაცვის მთავარი იარაღია, მაგრამ ამ შეიარაღებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე და მოქალაქეობრივი პოზიციაც! იყავით ჯანმრთელი!", - წერს დავით გადელია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
მოინახულეს 11 468-ჯერ
კომენტარები
უნდა ვთქვათ სიმართლე, ხალხს ვერ მოვატყუებთ - ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი » სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
Template not found: /templates/reitingi-2/modules/menu.tpl
Template not found: /templates/reitingi-2/modules/main-content.tpl
» მნიშვნელოვანი » უნდა ვთქვათ სიმართლე, ხალხს ვერ მოვატყუებთ - ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი

უნდა ვთქვათ სიმართლე, ხალხს ვერ მოვატყუებთ - ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი

უნდა ვთქვათ სიმართლე, ხალხს ვერ მოვატყუებთ - ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი
18-08-2021, 00:02
ავტორი: DaiLyInfo

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორი დავით გადელია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

როგორც ექიმი წერს, აცრის ადგილები, თავშეყრის ადგილებად გადაიქცა და გაუფრთხილებლობის შემთხვევაში ვირუსის გადაცემის მაღალ რისკს შეიცავს.

ექიმი მოქალაქეებს მიმართავს, ამცრელ პუნქტებში განსაკუთრებული სიფრთხილე დაიცვან.

"აუცილებლად წასაკითხი!
მოგეხსენებათ, აცრას ალტერნატივა არა აქვს, მაგრამ უნდა ვთქვათ ყოველთვის სიმართლე, რადგან ვიყოთ მართლები მოქალაქეთა წინაშე და დროულადაც გავაფრთხილოთ.
ბოლო დროს, არცთუ იშვიათია ასეთი ფაქტი - აცრიდან 4-5 დღის შემდეგ იწყება დაავადება. გუშინაც მომმართა მეგობრის მეუღლემ, რომ განსაკუთრებით იცავდა თავს, აიცრა და 4დღეში დაეწყო სიცხე, რომელიც ჩათვალა აცრის გართულებად, თუმცა შემდგომში მოუმატა და სავარაუდოდ, დაეწყო COVID-19. ასეთ დროს, დაავადების დაწყებას უკავშირებენ აცრას. ჯერ ერთი, აცრის გვერდითი მოვლენა, ტემპერატურის მომატება იცის მხოლოდ პირველივე დღეს და მაქსიმუმ 2 დღეს გაგრძელდეს და ახლა მთავარი მიზეზი, რატომ იწყება დაავადება აცრის შემდეგ; ვაქცინაციის რაოდენობის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, გამოყოფილი იქნა დიდი ფართები, ბევრი ვაქცინაციის კაბინეტებით. სამწუხაროდ, ასეთი ფართების კონტროლს სამედიცინო პერსონალი სრულად ვერ ახერხებს. ნუ გაგიკვირდებათ და ნურც გაბრაზდებით! ფართის მაკონტროლებლები კი არა, უშუალოდ ამცრელი ექთნები, ექიმები და მეთვალყურეებიც ჭირს, მიუხედავად ნორმალური ანაზღაურებისა. ამიტომ, ასეთი აცრის ადგილები გადაიქცა ჩვეულებრივ თავშეყრის ადგილებად და გაუფრთხილებლობის შემთხვევაში, ვირუსის გადადების მაღალ რისკს შეიცავს. თუმცა შეიძლება გაფრთხილებაც:
1. მიუხედავად იმისა, რომ შეგიძლიათ აიცრათ დაურეგისტრირებლად, შეეცადეთ დარეგისტრირდეთ და თქვენ დროზე მხოლოდ 10 წუთით ადრე მიხვიდეთ ასაცრელ ადგილას.
2. არ მოგერიდოთ მოქალაქეობრივი პიზიციის გამოჩენის! დაიცავით რეგულაციის 2 უმთავრესი პრინციპი და სხვასაც მოუწოდეთ მისი დაცვა - სწორად გაკეთებული პირბადე და დისტანცია. გაითვალისწინეთ, რომ ჩვენ ვერ გავწვდებით მთლიან კონტროლს და მხოლოდ თქვენი დახმარებით შევძლებთ ამას.
3. მაქსიმალურად შეამცირეთ საუბრები აცრების დალოდებისას სხვასთან (რეგულაციის მოწოდებას არ ეხება). ყველაზე დიდი რაოდენობით და ალბათობით, ჩვენი ნერწყვის წვეთები სწორედ საუბრისას გადაეცემა სხვას, ვირუსთან ერთად. ეს იმდენად ნათელი გახდა ჩემთვის, რომ მეგობრებთან ურთიერთობის მომეტებულად მოყვარული (განსაკუთრებით სუფრის საშუალებით!) კაციც, რომ წარმოვიდგენ რა ირიგაცია ხდება სუფრაზე სადღეგრძელოს თქმისას - ურთიერთობის სურვილიც მეკარგება. თანაც, რაც უფრო მგზნებარე და გრძელია სადღეგრძელო, მით მეტი რისკის ქვეშაა თანამეინახეები.
4. შეეცადეთ, ვაქცინაციისთვის პირველ რიგში დარეგისტრირდეთ კლინიკებში და სხვა შეზღუდულ ფართებში.
კიდევ ვიმეორებ: ვაქცინაციას არა აქვს ალტერნატივა და შინაგანი დაცვის მთავარი იარაღია, მაგრამ ამ შეიარაღებისას გამოიჩინეთ სიფრთხილე და მოქალაქეობრივი პოზიციაც! იყავით ჯანმრთელი!", - წერს დავით გადელია სოციალურ ქსელში.

გაზიარება
მოინახულეს 11 468-ჯერ
კომენტარები
Template not found: /templates/reitingi-2/modules/sidebar.tpl