განახლებული მოტივაციებით საზოგადოების სამსახურში - სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
რეკლამა

„უნდა მოგიყვეთ ამ სასწაულის შესახებ...“ - ნახეთ რას ჰყვება თინა ხიდაშელი

31-08-2021, 14:23
ავტორი: dailyinfo

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

„ჩემდა სამარცხვინოდ პირველად ვიყავი წყალტუბოში. გერმანიიდან დაბრუნებული რეაბილიტაციის პროგრამებს ვეძებდი საქართველოში და გუგლმა წყალტუბო მირჩია. სანამ თავად რეაბილიტაციაზე დავწერ რამეს პირველ რიგში სრულიად ფანტასტიურ, პროფესიონალ, უზომოდ გულისხმიერ და ყურადღებიან ადამიანებს უნდა გადავუხადო მადლობა ვინც იქ ყოფნის განმავლობაში ჩემი მძიმე მდგომარეობა ლამის დამავიწყა.

მათი ყოველი სიტყვიდან იმდენი ოპტიმიზმი, იმედი და თავდაჯერებულობა მოდიოდა რომ მეორე დღეს უკვე უბრალოდ მრცხვენოდა ეტლით სიარული და ენერგიის, შემორჩენილი ძალების, ნერვების და ყურადღების სრული მობილიზებით მეც ამ ოპტიმიზმის თავდაჯერებულობა გადმომედო.

იცით, რომ მანამდე რეაბილიტაციაზე გერმანიაში ვიყავი ერთი თვით და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ რომ მას აბსოლუტურად არაფრით ჩამოუვარდება წყალტუბოს ეს მშვენიერი გამაჯანსაღებელი ცენტრი.

არ ვიცი ამ წყალს მართლაც აქვს უნიკალური განმკურნავი თვისებები თუ არა, მაგრამ ამგვარ ეფექტს რომ ახდენს ყველა სხვა პროცედურებთან და არ დამეზარება ასჯერ გავიმეორებ სრულიად ფანტასტიურ კოლექტივთან ერთად უდავოა!

აღფრთოვანებული, წყალტუბოზე შეყვარებული და ასეთი მარგალიტის ჩვენს სამშობლოში აღმოჩენით ამაყი დავბრუნდი თბილისში.

პოსტ-კოვიდ რეაბილიტაციის კურსი, რომელსაც ეს ცენტრი გვთავაზობს ნამდვილად ყველა ევროპული სტანდარტის შესაბამისია და თანაც გერმანიისა და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით აქ შენიანები დაგხვდებიან მოსაფერებლად და გასამხნევებლად”, – წერს თინა ხიდაშელი.

გაზიარება
მოინახულეს 478-ჯერ
კომენტარები
„უნდა მოგიყვეთ ამ სასწაულის შესახებ...“ - ნახეთ რას ჰყვება თინა ხიდაშელი » სანდო, ობიექტური და დროული ინფორმაცია
Template not found: /templates/reitingi-2/modules/menu.tpl
Template not found: /templates/reitingi-2/modules/main-content.tpl
» სოც.მედია » „უნდა მოგიყვეთ ამ სასწაულის შესახებ...“ - ნახეთ რას ჰყვება თინა ხიდაშელი

„უნდა მოგიყვეთ ამ სასწაულის შესახებ...“ - ნახეთ რას ჰყვება თინა ხიდაშელი

„უნდა მოგიყვეთ ამ სასწაულის შესახებ...“ - ნახეთ რას ჰყვება თინა ხიდაშელი
31-08-2021, 14:23
ავტორი: dailyinfo

თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინა ხიდაშელი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ საუბრობს.

„ჩემდა სამარცხვინოდ პირველად ვიყავი წყალტუბოში. გერმანიიდან დაბრუნებული რეაბილიტაციის პროგრამებს ვეძებდი საქართველოში და გუგლმა წყალტუბო მირჩია. სანამ თავად რეაბილიტაციაზე დავწერ რამეს პირველ რიგში სრულიად ფანტასტიურ, პროფესიონალ, უზომოდ გულისხმიერ და ყურადღებიან ადამიანებს უნდა გადავუხადო მადლობა ვინც იქ ყოფნის განმავლობაში ჩემი მძიმე მდგომარეობა ლამის დამავიწყა.

მათი ყოველი სიტყვიდან იმდენი ოპტიმიზმი, იმედი და თავდაჯერებულობა მოდიოდა რომ მეორე დღეს უკვე უბრალოდ მრცხვენოდა ეტლით სიარული და ენერგიის, შემორჩენილი ძალების, ნერვების და ყურადღების სრული მობილიზებით მეც ამ ოპტიმიზმის თავდაჯერებულობა გადმომედო.

იცით, რომ მანამდე რეაბილიტაციაზე გერმანიაში ვიყავი ერთი თვით და შემიძლია სრული პასუხისმგებლობით გითხრათ რომ მას აბსოლუტურად არაფრით ჩამოუვარდება წყალტუბოს ეს მშვენიერი გამაჯანსაღებელი ცენტრი.

არ ვიცი ამ წყალს მართლაც აქვს უნიკალური განმკურნავი თვისებები თუ არა, მაგრამ ამგვარ ეფექტს რომ ახდენს ყველა სხვა პროცედურებთან და არ დამეზარება ასჯერ გავიმეორებ სრულიად ფანტასტიურ კოლექტივთან ერთად უდავოა!

აღფრთოვანებული, წყალტუბოზე შეყვარებული და ასეთი მარგალიტის ჩვენს სამშობლოში აღმოჩენით ამაყი დავბრუნდი თბილისში.

პოსტ-კოვიდ რეაბილიტაციის კურსი, რომელსაც ეს ცენტრი გვთავაზობს ნამდვილად ყველა ევროპული სტანდარტის შესაბამისია და თანაც გერმანიისა და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით აქ შენიანები დაგხვდებიან მოსაფერებლად და გასამხნევებლად”, – წერს თინა ხიდაშელი.

გაზიარება
მოინახულეს 478-ჯერ
კომენტარები
Template not found: /templates/reitingi-2/modules/sidebar.tpl